ხულოში თოვლისგან ჩანგრეული ბოსლიდან პირუტყვი მაშველებმა ამოიყვანეს

ხულოში თოვლისგან ჩანგრეული ბოსლიდან პირუტყვი მაშველებმა ამოიყვანეს

მაღალმთიან ხულოში ჩანგრეული ბოსლიდან პირუტყვი უვნებლად გამოიყვანეს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში დიდთოვლობის შედეგად მსხვილფეხა რქოსანი საქონლის სადგომი - ბოსელი ჩაინგრა.

როგორც AMBEBI.GE-ს ირემაძეების გამგებელმა ბადრი მელაძემ განუცხადა, ძველმა შენობამ უხვ ნალექს ვერ გაუძლო და ჩაინგრა. მისი თქმით, ბოსელში სულ 7 პირუტყვი იყო, რომელთა უვნებლად გამოყვანაშიც მოსახლეობას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ.

"გამთენიისას მოხდა შემთხვევა. ბოსელი კი იყო გადმოთოვლილი, მაგრამ ახალი ნალექი მოვიდა, ძველმა შენობამ ვერ გაუძლო სიმძიმეს და ჩაინგრა. პოლიცია და სამაშველო დროულად მოვიდა და ყველაფერი გააკეთეს, რომ პირუტყვი უვნებლად გამოგვეყვანა ნანგრევებიდან. პირუტყვი ნათესავის ბოსელში გადაიყვანეს, დანგრეული შენობის აღდგენა კი გამოზაფხულებამდე და თოვლის დადნობამდე ვერ მოხერხდება", - აღნიშნა ბადრი მელაძემ.

ოპერაციის ამსახველ ფოტოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა