"იმკურნალეთ 20 დოლარად და ჩვენ დაგიბრუნებთ 100 დოლარს, თუ არ განიკურნებით" - როგორ ააწყო ბიზნესი ებრაელმა ექიმმა ამერიკაში

"იმკურნალეთ 20 დოლარად და ჩვენ დაგიბრუნებთ 100 დოლარს, თუ არ განიკურნებით" - როგორ ააწყო ბიზნესი ებრაელმა ექიმმა ამერიკაში

ებრაელი ექიმი ამერიკის სავადმყოფოებში სამსახურს ვერ შოულობდა, ამიტომ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პატარა კერძო კლინიკა. მან კლინიკასთან განათავსა შემდეგი სარეკლამო დაფა: - იმკურნალეთ $20-ად და ჩვენ დაგიბრუნებთ $100, თუ არ განიკურნებით. ამერიკელმა იურისტმა გადაწყვიტა, რომ ეს არც თუ ისე ცუდი გზა იყო 100 დოლარის გამოსამუშავებლად და კლინიკაში შევიდა.

შედგა შემდეგი სახის დიალოგი:

იურისტი: მე გემოს შეგრძნება დავკარგე.

ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 და პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი.

იურისტი: ფუ! ეს ხომ ნავთია!

ექიმი: გილოცავთ, თქვენ გემოს შეგრძნება დაგიბრუნდათ. თქვენზე $20-ია.

გაღიზიანებულმა იურისტმა გადაიხადა თანხა, მაგრამ დაბრუნდა რამოდენიმე დღის შემდეგ ფულის დასაბრუნებლად.

იურისტი: მეხსიერება დავკარგე, ვერაფერს ვერ ვიხსენებ.

ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი.

იურისტი (უკმაყოფილოდ): ეს ხომ ნავთია. ეგ პირველად რომ მოვედი მაშინ ჩამაწვეთეთ.

ექიმი: გილოცავთ, თქვენ მეხსიერება დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია.

გაცოფებულმა იურისტმა გადაიხადა ფული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მაინც დაბრუნდა, რათა მოეხერხებინა 100 დოლარის მიღება.

იურისტი: მე მხედველობა დამიქვეითდა. ფაქტიურად ვერაფერს ვერ ვხედავ.

ექიმი: სამწუხაროდ ასეთი დაავადების სამკურნალო წამალი არ მაქვს. ინებეთ თქვენი 100 დოლარი.

იურისტი (როცა ბანკნოტს დახედა) ეს ხომ 20 დოლარია და არა ასი!

ექიმი: გილოცავთ, თქვენ მხედველობა დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია."

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს