ვერძი
სიურპრიზებისა და საჩუქრების დღე გელით. სამსახურის საქმეებს კოლეგების დახმარებით მოაგვარებთ. საღამოს ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის წვეულება გამართეთ.
კურო
მშვიდი და სტაბილური დღე გელით. მუშაობისას მეტი დაკვირვება გმართებთ. თამამად გამოთქვით თქვენი მოსაზრებები და სურვილები. საღამოს არ გამოაკლდეთ წვეულებას. სასიამოვნო ადამიანების გაცნობა გელით.
ტყუპი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მივლინებისა და მგზავრობისთვის. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს. ნუ გეშინიათ, საქმეები არსად გაიქცევიან. საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გაგიტაცებთ.
კირჩხიბი
საქმეებს ადვილად გაართმევთ თავს და კოლეგებთან და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთანაც მოასწრებთ ურთიერთობას. თუმცა, გაფრთხილდი, საყვარელ ადამიანს ნუ აეჭვიანებთ.
ლომი
გამოიყენეთ ყველა ის შანსი, რასაც დღევანდელი დღე გიმზადებთ. საქმეებისა და ვალდებულებების მოსაგვარებლად დაიხმარეთ კოლეგები, ოჯახის წევრები. საღამოს საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.
ქალწული
ვარსკვლავები პატარა და კეთილი სიურპრიზებით გაგახარებენ. თავად მხნე და ხალისიანი ხართ. მთელ ქვეყანას მოუნდება თქვენთან ურთიერთობა, საუბარი. მოიმარაგეთ ჩაი და ტკბილეულობა.
სასწორი
სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საღამო შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ, განახორციელეთ იდეები.
მორიელი
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
მშვილდოსანი