რუსუდან კერვალიშვილის შვილიშვილი და ჟურნალისტ ნინო დარასელის ვაჟი, ზაზა ბერაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ცენტრ პოინტის" საქმესთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"ბოლო დროს, რაც ჩემი ოჯახის წევრები დაიჭირეს, უცნაური მესიჯები მომდიოდა, ხან ვიღაც პატარა ბედუკაძეები დაფარული სახელებით მწერდნენ - მე შენ ოჯახზე ცუდი კომენტარების წერაში ფულს მიხდიდნენ და არ ვიცოდი საერთო ფონი ესეთი თუ იქნებოდა და მცხვენიაო, ხან მწერდნენ შავი პიარის აგორება მე მევალაო. მოკლედ, ტიპებმა, რომლებმაც მაგრა ეცადენ თქვენამდე მოეტანათ აზრი - რომ ჩვენ მოვიპარეთ ასეულობით მილიონი და არაფერი არ აგვიშენებია ბოლოს თავის პატარა ცხოვრების გზებსაც აცდნენ (არვიცი, რატომ მომიხადეს ბოდიში დაფარული სახელებით, არც მიფიქრია პატიება ან პასუხის გაცემა).
რა თქმა უნდა, ჩემი სტატუსი არ არის პოლიტიკური, სულ არ მაინტერესებს, ვინ საიდან მართავს ამ ქვეყანას, ჩემი რეალური მიზანია, დავანახო ჩემ გარშემო მყოფ ხალხს მარტივად ის რეალობა, რაც მოხდა. მაგარ ტ**ში ვართ, ტიპები გვიჭერენ დედებს, ძმებს და თან სხედან უმოქმედოთ. არ გეგონოთ, ვინმე თავის გასამართლებლად წერდეს, კარგად ვიცით, ვინ ელოდება სამარათლიანად და ვინ არა.
იმ პატარა ადამიანების შავმა პიარმა იმოქმედა, დღეს ნეიტრალურ ადამიანს აქვს განცდა, რომ ესეც მოხდა. არავინ არ ფიქრობს, იმის უკან რომ დგას მაია რჩეულიშვილის და ჩემი ოჯახის გრძელი ისტორია, რომელმაც საქართველოში ააშენა მილიონზე მეტი კვადრატული მეტრი, გადასცა სახლი ყველაზე მეტ კლიენტს და დღე და ღამე ისევ აშენებდა, რომ დარჩენილი ხალხი დაეკმაყოფილებინა.
2008 წელს კრიზისი ყველას დაეტყო, ჩვენც არ ვიყავით გამონაკლისი, ნებისმიერი მოსული კლიენტი ითხოვდა ფულის დაბრუნებას, ან ბინის იმ ფასადვე ჩაბარებას, რამდენიც შემოტანილი ქონდა. (ანუ მაგალითად, თანხის 50% თუ ქონდა შემოტანილი და მთლიან ბინას ითხოვდა. რაც კლიენტის გადმოსახედიდან ძალიან გასაგებია).
რა თქმა უნდა, ეს ფული უკვე მშენებლობაში და მიწების შესყიდვაში იყო დახარჯული, ახალი პროეკტების დასაწყებად (დღევანდელი გადმოსახედიდან ამას ალბათ არასწორი მენეჯმენტი ქვია, მაგრამ ქონებამ რეალურად დატოვა ამ ყველაფრის მოგვარების გზები).
აზრთა სვადასვხვაობამ გაწელა პროცესები. მაგრამ იმის მაგივრად, რომ იმაზე ეფიქრათ ამ კომპანიის ქონებით ხალხი დაეკმაყოფილებინათ, მაიას ჯერ ქონება გაუსხვისეს (ზოგი 1 ლარად ზოგი დაჟე არც ერთ ლარად). დარჩენილ ქონებას კიდე მოაყოლეს უამრავი ყადაღები. რამაც უმოქმედოდ დატოვა და უაზროდ გაწელა ყველაფერი (ესეთ ცუდ გადაწყვეტილებას იშვიათად თუ გადააწყდები).
იმის გარდა, რომ სახელმწიფო არაფრით დაეხმარა ამ მაიას, ბოლოს მთლად დაიჭირა. თან კი ვერ დაუმტკიცა რამე, ეკონომიურ დანაშაულის ეჭვის გამო, დამთავრებულ მაგნოლიაზე წინასწარ პატიმრობაში ჩასვა. ზემოდან ტყვედ გუკაც მიუსვეს. აღარაფერს ვამბობ რუსოზე, რომელსაც შიდა პატიმრობა აქვს, 3 წელია (ალბათ, ვიღაც მოზგმა იფიქრა, არ გაიქცესო).
კომპანიის ვალი აღიარა სახელმწიფომ შარშან წინ - მოხსნილ გადასახადებზე და ორი წელია ბიუჯეტში ''ვერ მოხვდა'' (მარტო ეს ვალი ეყოფა 70%-ს).
მე გეტყვით, კომპანია, რა თქმა უნდა, ვალდებულად თვლის თავს დააკმაყოფილოს ის ხალხი, ვინც მართლა დაზარალდა (გაყავით ის მოგონილი რაოდენობა, რაც მოგისმენიათ 20-ზე, ან 50-ზე).
მაიას და გუკას დაჭერით, ჩემი ოჯახის მერე, ყველაზე ძალიან ისევ ეს ხალხი ზარალდება, ვინც ბინას ელოდება.
მესამე და ყველაზე მთავარი, 6 თვის პატიმრობის შემდეგ, მაია გადაიყვანეს საავანდყოფოში, 36 კილო გახდა და მისი მდგომეობა ძალიან მძიმეა (...).
6 თვე გავიდა, შედეგი ისევ არ ჩანს, წინსვლა მშენებლობაზე არ არის, რას ველოდებით, სად მივდივართ კაცმა არ იცის..
მე ჩემი ოჯახით ვამაყობ, არასოდეს არაფერი დამიყენებია ოჯახზე წინ და ზუსტად ვიცი აქედანაც გამოვალთ. მარტივია ილაპარაკო სხვაზე, დააბრალო, იჭორაო, მაგრამ იცოდეთ, ესე არაკაცები იქცევიან. როცა არ იციან, რა მოხდა სინამდვილეში და უბრალოდ ენა წინ უსწრებთ.
მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, თითოეული მესიჯი, სტატუსი და ზარები
მახსოვს. მაიას პეტიციაზე მოწერილი ყველას სახელი და გვარი. არ დამავიწყდებით.
იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება და მაია გამოჯანმრთელდება, იმედია იმ
ხალხისთვისაც, ვინც მართლა დაზარალდა. ალბათ მორჩება ეს საშინელება. ამ შემთვევაში ჩვენ ერთი მხარე ვართ, ერთი მიზნით, გაიგეთ ეს.
მაია, გუკ, ვახო, რუსო - ყოველთვის თქვენთან ვარ და ვიქნები".