არ შეინახოთ ეს 12 პროდუქტი მაცივარში!

არ შეინახოთ ეს 12 პროდუქტი მაცივარში!

ფიქრობთ, რომ მაცივარი ყველა პროდუქტს ინახავს? არამც და არამც... ბევრ პროდუქტს დაბალი ტემპერატურა და სინესტე, პირიქით, აფუჭებს.

გთავაზობთ 12 პროდუქტს, რომელთათვისაც მაცივარი შესანახ ყუთად არ გამოდგება და მათ სიქორფეს და პირვანდელ გემოს დაუკარგავს.

მაშ, რომელი პროდუქტების შენახვა არ ღირს მაცივარში და რატომ?

სტაფილო და კარტოფილი

ეს პროდუქტები ვერ იტანენ სიცივეს და სინესტეს. ისინი იწყებენ ლპობას, გაყვავებას ან ჭკნობას. ამიტომაც აჯობებს, სტაფილო და კარტოფილი შეინახოთ გრილ და ბნელ ადგილას.

ხახვი

ალბათ, ცოტას თუ მოსდის თავში, შეინახოს ხახვი მაცივარში, მაგრამ თუკი ასეთი ფანტაზია მაინც დაგებადებათ, იცოდეთ – მაცივრის სინესტეში ეს პროდუქტი მალე დალპება. ხახვის შენახვა უმჯობესია ბნელ და მშრალ ადგილას.

სხვათა შორის, მაცივრის გარეთაც ხახვის მოთავსება კარტოფილთან ახლოს არ ღირს, რადგან ეს უკანასკნელი ირგვლივ ნესტიან გარემოს ქმნის და ხახვი ლპობას დაიწყებს.

ნიორი

საერთოდ არ უყვარს სიცივე. ამიტომაც შეინახეთ ის მშრალ, ოთახის ტემპერატურის ადგილას, ღია სივრცეში.

პომიდორი

ეს პროდუქტი – სითბოს მოყვარულია. ნულთან მიახლოებულ ტემპერატურაზე ის კარგავს თავის მკვეთრ არომატს და გამომშრალი ხდება. პომიდვრის შენახვა უმჯობესია ოთახის ტემპერატურაზე – დაახლოებით 17 გრადუსზე და არა დახურულ სივრცეში განაგრძეთ სია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს