ვერძი
კარგი დღე გელით. ყველა ვალდებულებას ადვილად გაართმევთ თავს. თუმცა, გაფრთხილდით, წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.
კურო
საქმეებისა და ვალდებულებების გარდა დღეს ერთმანეთზე განაწყენებული ახლობლებიც უნდა შეარიგოთ. გააუმჯობესეთ ატმოსფერო ოჯახში, სამსახურში. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. აგრეთვე, ახალი საქმეების განსახილველად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას იყავით მეტად ბუნებრივი.
კირჩხიბი
დაგროვილი საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად შოპინგი მოიწყვეთ. საოჯახო ნივთებიც შეიძინეთ.
ლომი
გარშემო მყოფებს თქვენი იდეებით, მიზანსწრაფულობით გააოცებთ. ყველას დაუმტკიცებთ, რომ პროფესიონალი ხართ და თქვენთვის შეუსრულებელი მისია არ არსებობს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ; ჩამოწერეთ საახალწლო იდეები, საჩუქრების სია.
ქალწული
კარგი, მშვიდი დღე გელით. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან. ყური დაუგდეთ მათ რჩევებსა და მითითებებს. საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზით გაგაბედნიერებთ.
სასწორი
სამსახურის საქმეებს დილიდან შეუდექით. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და ყურადღებით იმოქმედეთ. საღამოს მოაწესრიგეთ პირადი ნივთები. ზოგიერთს სტუმრიანობა ელის.
მორიელი
კარგი დღე გელით, მაგრამ თავადაც უნდა მოინდომოთ, თუ იზარმაცებთ, არაფერი გამოგივათ. იყავით ღიმილიანი გარშემო მყოფების მიმართ და ყურადღებიანი - ახლობლების მიმართ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.