20 წლიანი უცვლელი წამყვანის შემდეგ, გადაცემა "პოსტსკრიპტუმს" ახალი სატელევიზიო სეზონიდან ჟურნალისტი გიორგი გაბუნია წარადგენს. დავით კიკალიშვილი "რუსთავის 2"-ს ტოვებს და საცხოვრებლად უცხოეთში მიემგზავრება. ტელეკომპანიიდან და ქვეყნიდან კიკალიშვილის წასვლას "ფეისბუქში" ემოციური პოსტებით ეხმაურებიან:
გიორგი თარგამაძე:
ვყოფილვარ მისი კოლეგა, რესპოდენტი, კონკურენტი წლების განმავლობაში.. ყოველთვის პატივს ვცემდი მის პროფესიონალიზმს და ნიჭს, როგორც ტელეწამყვანის და გადაცემის ავტორის.. ვიცი რას ნიშნავს თითქმის ბავშვობიდან, უწყვეტ რეჟიმში ტელეეკრანზე ყოფნა და შემდეგ ჩრდილში გასვლა..
ვუსურვებ მის ცხოვრებაში ნათელი არ დალეულიყოს!
წარმატება დათო კიკალიშვილს და მის გუნდს, რომელიც P.S.- ის შექმნას აგრძელებს!
ნიკა გვარამია:
კიკალა წავიდა. დიდი ეპოქა დასრულდა.
წარმატებები ახალ წამყვანს.
ნიკა რურუა:
ეხ, კიკალ რა გაგვიხეთქე გულები, შენი ასე და ისე!!! შენი წასვლაღა გვაკლდა?! :) You’re great, man!!! Love U, Kikal!!!! შენი კლასელი მაინც არ ვიყო. ახლა ტირილს დავიწყებ. შით.
ინგა გრიგოლია:
გული ამიჩუყდა და თვალები ამიწყლიანდა კიკალას წასვლაზე. წარმატებები მაგარ ბიჭს. ქართული პოლიტიკის მემატიანეა))))))))))) ბრავო. "რუსთავი 2")))))))
თეა ადეიშვილი:
ეთერის დასრულების შემდეგ კიკალას პირველი ვინც დაურეკა, გიორგი თარგამაძე იყო. ასეთ ადამიანებთან ვმუშაობდი...
ნანუკა ჟორჟოლიანი:
კიკალა <3 მიყვარს შენი წილი რუსთავი 2 და ყველა მოგონება, რომელიც ამ წლებს უკავშირდება. წარმატებები შენ.
მანანა მანჯგალაძე:
აუ რომ არ ვთქვა არ შემიძლია, პირველად რომ მივედი რ2 სულ დამწყები და ჩამაგდეს "სისხლისმელებსა"და ზვიგენებში, კიკალას ხელში აღმოვჩნდი და ორი დღე ასე მეძახდა: "კუკურუკუუ" ვითომ სახელი არ მქონდა. პირველივე დღეს გამიშვა რეზო გაბრიაძის გადასაღებად, რომელსაც ჟურნალისტებისთვის უკვე მიხურული ჰქონდა კარი და კიკალამ კარგად იცოდა ეს. მესამე დღეს დავუჯექი და ვუთხარი "გინდა ჩემი სახელის გამოთქმა გასწავლო მეთქი". მერე ჩემთვისაც გახდა კიკილა, რიომელიც თურმე ტუალეტშიც დადიოდა და ფაფასაც ჭამდა. მავნე. კიკალ
ჩიორა თაქთაქიშვილი:
დათო კიკალიშვილი <3
"რუსთავი 2" მის გარეშე იგივე ვერ იქნება:((( ძალიან დამწყდა გული!
ძალიან დააკლდება ყველა ოჯახს, ვინც ყოველ კვირა დღეს პ.ს.-ს ელოდა.
წარმატებები ყველგან, სადაც იქნები და წარმატებები პ.ს.-ის გუნდსაც!!!!
ლაშა ბერულავა:
20 წლის წინ, გენადი უჩუმბეგაშვილის ინიციატივით დაიბადა გადაცემა "კვირა", რომელიც შემდეგ P.S. გახდა.
მიხარია, რომ იმ გუნდში ვიყავი.
მისმა უცვლელმა წამყვანმა დავით კიკალიშვილმა დღეს გადაცემა დატოვა. მალე ქვეყანასაც დატოვებს. მადლობა მას და წარმატებებს ვუსურვებ.
ამ გადაცემას გიორგი გაბუნია გადაიბარებს, თუმცა, მე, როგორც მაყურებელი და გულშემატკივარი, მაინც ვიტყვი, რომ დათოს ნაცვლად უფრო პაატა იაკობაშვილის ხილვა გამიხარდებოდა - მისი სტილი უფრო მგონია პოსტსკრიპტუმი.
თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, ცხადია. მადლობა ძველ წამყვანს და წარმატებები ახალს.
რომან გოცირიძე:
წარმატებებს ვუსურვებ დათოს!
20 წლის წინათ, პირველად შევხვდი კინოს სახლში დაქირავებულ პატარა ოთახში, სადაც "რუსთავი 2"-ისთვის ამზადებდა სიუჟეტებს. ინტერნიუსი ერქვა მგონი იმ პროექტს. ის გამიკვირდა, რომ რაღაც ქოლგებივით ედგათ და შუქებს ხარისხიანად ანათებდნენ. ასე მხოლოდ უცხოელები აკეთებდნენ მაშინ ჩაწერისას.
"რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელს ქართული დემოკრატიის განვითარებაში თავისი აგური აქვს დადებული. დათოს - ძალიან, ძალიან ბევრი აგური.
დაბრუნდება ალბათ ოდესმე!