როგორ უნდა გავაწყოთ მაგიდა ეტიკეტის სრული დაცვით

როგორ უნდა გავაწყოთ მაგიდა ეტიკეტის სრული დაცვით

ლამაზად გაშლილი მაგიდა დიასახლისის გემოვნებაზე, სტუმართმოყვარეობასა და პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გარდა იმისა, რომ მაგიდაზე გაწყობილი საჭმელი უნდა იყოს ძალიან გემრიელი, ის სათანადოდ, ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეტიკეტის დაცვით იყოს დალაგებული ჭურჭელი და დანა-ჩანგალი. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ საჭირო და მნიშვნელოვანი რჩევენი ამ მეტად საინტერესო და საჭირო საკითხთან დაკავშირებით.

ოდითგანვე საკვების მიღება მარტო ჭამას არ გულისხმობდა. ლამაზად გაშლილ მაგიდასთან მსხდომი ადამიანებისთვის ეს დღესასწაული იყო. შეკრებილი საზოგადოება არა მარტო აგემოვნებდა წინასწარ საგულდაგულოდ მომზადებულ კერძებს, არამედ საუბრობდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს შეხედულებებსა და აზრებს. სწორედ ამ პროცესის შედეგად გაჩნდა ცნება სერვირება. ლამაზად და სწორად განლაგებული ჭურჭელი სასადილო მაგიდას კიდევ უფრო მეტ სადღესასწაულო ელფერს სძენდა. ასე რომ, სერვირების ეტიკეტის ამოქმედების შემდეგ მას უკვე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ და აქცევენ დღემდე, ის ნებისმიერი მაგიდასთან თავშეყრის განუყრელ ატრიბუტად იქცა.

ჩვეულებრივ, ოჯახურ ვახშამზე ეტიკეტის მკაცრ დაცვას არავინ ითხოვს და აკონტროლებს, უბრალოდ, ადამიანებს სიამოვნებთ ლამაზად გაშლილ მაგიდასთან ჯდომა.

მოდით, გავეცნოთ რამდენიმე რჩევას და წესს, რომელიც თქვენს სუფრას კიდევ უფრო დახვეწს და გაალამაზებს.

რა უნდა ვიცოდეთ მაგიდის სერვირებასთან დაკავშირებით

პირველ რიგში იზრუნეთ იმაზე, რომ მაგიდაზე განთავსებული ყველა ნივთი იყოს ზედმიწევნით სუფთა. ამისთვის საჭიროა გაწყობის წინ ჭურჭელი თბილ წყალში დასველებული, კარგად გაწურული სუფთა ტილოთი გაწმინდოთ, ამის შემდეგ კი კარგად გაამშრალოთ და გააპრიალოთ. დარწმუნდით, რომ ჭურჭელსა და ჭიქებს წყლის არანაირი კვალი არ ეტყობა.

სუფრა უნდა იყოს საგულდაგულოდ დაუთოებული. მისი კიდეები მაგიდას 25-30 სმ-თი უნდა ცდებოდეს, ისე, რომ კუთხეებმა ცოტათი მოახერხოს მაგიდის ფეხების დაფარვა.

ბევრი დიასახლისი, სუფრის დალაქავების თავიდან ასაცილებლად, სუფრას ზემოდან აფარებს ცელოფანს, რაც ეტიკეტის მიხედვით ყოვლად დაუშვებელია. დაგვიჯერეთ, თუ სტუმრებს ელოდებით, ამის გაკეთება არ ღირს.

დანა-ჩანგლის რაოდენობა თეფშებთან დამოკიდებულია სიტუაციაზე და იმ კერძებზე, რომელთა მირთმევასაც აპირებთ იმ კონკრეტულ წვეულებაზე. და ყველაზე მთავარი, ოქროს წესი, ყველა სტუმრის სერვირება აბსოლუტურად ერთნაირი უნდა იყოს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს