რუსეთში აბაზანის ლოსიონის დალევის შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში აბაზანის ლოსიონის დალევის შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, კერძოდ, ციმბირის ქალაქ ირკუტსკში აბაზანის ლოსიონის დალევის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ AllNews-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, კუნელის არომატის სითხე მოქალაქეებმა ალკოჰოლის ნაცვლად დალიეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულები 35-დან 50 წლამდე ასაკის შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები არიან.

როგორც ცნობილია, პოლიციამ მაღაზიებიდან აღნიშნული პროდუქციის ამოღება დაიწყო. გამომძიებლების თქმით, საუბარია სითხეზე, რომელიც სპირტს შეიცავს. აბაზანის ლოსიონი ადგილობრივებისთვის ალკოჰოლის იაფი შემცვლელია და ქვეყანაში მისი ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად მიღება ხშირია.

დასავლეთის მიერ ორი წლის წინ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, ანალიტიკოსების თქმით, 12 მილიონამდე რუსი სწორედ მსგავს იაფფასიან საშუალებებს იყენებს ალკოჰოლის შემცვლელად, მათ შორისაა ასევე, სუნამო, გაპარსვის შემდგომ წასასმელი გელი, ფანჯრების საწმენდი სითხე და ა.შ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს