რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს წითელი მამლის წელიწადში - 2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს წითელი მამლის წელიწადში - 2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჩინური კალენდრის თანახმად, ყოველ წელიწადს თავისი მფარველი ჰყავს. აღმოსავლურ ასტროლოგიურ კალენდარში მფარველებს 12 სხვადსხვა ცხოველი განასახიერბს. 2017 წლის 28 იანავარს მაიმუნი თავის მართვის სადავეებს წითელ მამალს გადასცემს. 12-დან რიგით მეათე ნიშანი საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე წელს გვპირდება. ის გაგვაკვირვებს, გაგვაოცებს და დროდადრო შეგვაშინებს კიდეც.

აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, მამალი საკმაოდ მრავალფეროვანია. სიფიცხისა და ემოციურობის გარდა, ის ისეთი თვისებების მატარებელია, როგორებიცაა პასუხისმგებლობა, მოწესრიგებულობა, გულუხვობა და სიმამცე. 2017 წელს, აქტუალური იქნება - მოვლენების რეალისტურად შეფასება და პრაგმატიზმი.

თუ როგორ განვითარდება მოვლენები, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამინებისთვის ამის შესახებ AMBEBI.GE-ს მიხეილ ცაგარელმა უამბო.

იხილეთ დეტალური პროგნოზი ვიდეოში

დასავლური კალენდრის მიხედვით, სასწორი - ერთ-ერთი მთავრი ფავორიტია. ოქტომბრის ბოლომდე, ის წარმატებული ლიდერის სახელს შეინარჩუნებს. მნიშვნელოვანია ენდოს ინტუიციას.

კურო - მას საკამოდ კარგი წელი ექნება. ეს არის საინტერესო და დასამახსოვრებელი მომენტების წელიწადი. ნებისმიერი საქმე, რასაც ხელს მოკიდებთ, დადებით შედეგს მოგიტანთ. მარტოხოელა კურეობს ოჯახის შექმნის დიდი შანსი აქვთ.

თხის რქა - აქტიური და დატვირთული წელი ელოდება. ახალი პროექტების წამოწყების დროს, არ დაგავიწყდეთ ძველი, დასამთავრებელი საქმეები. დიდი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს.

ქალწული - მათთვის 2017 ნორმალური წელიწადი იქნება. წლის მეორე ნახევარში, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემა.

ვერძი - იქნება მეტად აქტიური და გაცილებით წარმატებული, ვიდრე წინა წელს.

ჩამოთვლილი ნიშნები მამლის წელიწადის მთავარი ფავორიტები იქნებიან.

ტყუპები - განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, აგვისტოში ელოდებათ. ზაფხულში მათ ეძლევათ შანსი მიიღონ მსხვილი ფულადი ჯილდო. მთავარია, თანხა სწორად გადაანაწილონ.

წითელი მამლის წელიწადი ყველაზე პრობლემური მშვილდოსნისთვის იქნება. მას მართებს წინადხედულობა და სიფრთხილე. შეექმნება სხვადასხვა სახის სირთულე, 2017 წელი მშვილდოსანს თავდაჭერისა და მოთმინების კუთხით ნამდვილ გამოცდას მოუწყობს.

მორიელს - რთული პერიოდი თებერვლის ბოლომდე, მარტამდე ექნება. საკამოდ ფრთხილად უნდა იყოს. გაორმაგდება ინტრიგები მის საწინააღმდეგოდ. ამოსუნთქვას ეს ნიშანი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყებს, როდესაც გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი მორიელის ზოდიაქოში გადავა. ამ პერიოდიდან ის შეძლებს დაკარგულის კომპენსაციას.

დანარჩენი ზოდიაქოს (ლომი, მერწყული, კირჩხიბი, თებზები) ნიშნებისთვის მამლის წელიწადი მეტნაკლებად საშუალო და წარმატებული იქნება.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აღმოსავლურ კალენდარზეც გვესაუბრა. აღმოჩნდა, რომ აქაც წითელ მამალს თავისი ფავორიტები ჰყავს.

მამალი - მთავრი ფავორიტია. წარმატების ყველაზე დიდი შანსები მას აქვს. კარგი წელიწადი ასევე იმ ნიშნებს ელოდებათ, ვისთანაც ის მეგობრობს. ასეთები არიან - თხის, ხარის, გველისა და დრაკონის წელიწადში დაბადებულები. პრობლემები ელოდებათ ტახის წელიწადში დაბადებულებს. სირთულე თავს ფინასურ მდოგმარეობაში გამოვალენს. წელიწადის პირველი ნახევარი რთული ცხენის წელიწადში დაბადებულებისთვის იქნება. სიფრთხილე და წინადახედულობა ვირთხის წელიწადში დაბადებულებს მართებთ. მთავრ პრობლემას კარიერასა და ბიზნესში შეხვდებიან. ძაღლის, კურდღლისა და ვეფხვის წელიწდში დაბადებულებისთვის წელიწადი მეტნაკლებად წარმატებული იქნება.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს