როგორ გავფცქვნათ და რაში გამოვიყენოთ კოჭა, იგივე ჯანჯაფილი

როგორ გავფცქვნათ და რაში გამოვიყენოთ კოჭა, იგივე ჯანჯაფილი

კოჭა, იგივე ჯანჯაფილი, ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია და მას ლამის ყველანაირ კერძს უმატებენ, გასახდომად იყენებენ და სამკურნალო საშუალებებს შორისაც ასახელებენ. მას საუცხოო არომატი და გემო აქვს. სხვათ შორის, ძალიან კარგ გემოს ანიჭებს პასკასა და კულიჩს. უგემრიელესია მისი ჩაიც. გაფცქვნილ კოჭას პატარა ნაჭერს დასხით მდუღარე წყალი და 2-3 წუთით გააჩერეთ. გადაწურეთ და ჩაი მზად იქნება.

კოჭა შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას. მის შემადგენლობაში შედის: მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, ქრომი, რკინა, ალუმინ ნიკოტინის მჟავა, ვიტამინი С, ცხიმები, ალუმინი, და სხვ. ასევე შეიცავს ამინომჟავებს. ის დაბალკალორიულია: 100 გრ ფესვი შეიცავს 80 კილოკალორიას, ამიტომაც აქტიურად იყენებენ დიეტის დროსაც.

კოჭა გამოიყენება არაერთი დაავადების საპროფილაქტიკოდ. დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. აქვს ნაღვლმდენი მოქმედება. იგი გამოყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს. გამოიყენება ასევე პარაზიტების სამკურნალოდ, ბრონქიალური ასთმის, ჭრილობების, თირკლმლებისა და კანის დაავადების დროს.

განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, ამაგრებს და ასუფთავებს მის კედლებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დაბლა სწევს წნევას... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს