"მეც მჭირდება ფული, მაგრამ არარაობა არავისთვის მიკადრებია" - ვინ გააღიზიანა შორენა ბეგაშვილი და რა მიმართვას ავრცელებს ტელეწამყვანი

"მეც მჭირდება ფული, მაგრამ არარაობა არავისთვის მიკადრებია" - ვინ გააღიზიანა შორენა ბეგაშვილი და რა მიმართვას ავრცელებს ტელეწამყვანი

მსახიობის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა ევა ბარბაქაძემ, რომელიც რამდენიმე თვის წინ მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, უკვე რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. ამჟამად ევა რეაბილიტაციის კურსს გადის. მსახიობის ქალიშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია საკმაოდ დიდი თანხა დაჯდა. თავის დროზე ბეგაშვილს ხარჯების დაფარვაში საზოგადოების ნაწილიც დაეხმარა. როგორც ჩანს, ტელეწამყვანს ამის გამო დღემდე საყვედურობენ. ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა "ფეისბუქზე" მიმოწერა გამოაქვეყნა, წარწერით:

"ერთი კითხვა მაქვს - ამ ბავშვის ახლობლებს ჩემს სალანძღავად რატომ გცალიათ? მე რატომ გგონივართ თქვენი პრობლემის მომგვარებელი? ერთი კვირის წინ ჩამოვედი თურქეთიდან და კიდევ ერთი ოპერაცია გადავიტანეთ. ამიხსენით რითი დაგეხმაროთ? კი, ხალხი დამეხმარა, მაგრამ მას შემდეგ კიდევ სამი ოპერაცია გაიკეთა ევამ. მეც მჭირდება ფული, მაგრამ ნაგავი და არარაობა არავისთვის მიკადრებია. მიმართეთ ვისაც ევალება დაფინანსება. მე ჯერ ევას ოპერაციის თანხა არ დამიფარავს ბოლომდე".

წაიკითხეთ: შორენა ბეგაშვილი საყვარელ მანქანას დაემშვიდობა - ''მთავარია ევას ჯანმრთელობა''

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს