ადამიანები, რომლებმაც YouTube-ით მილიონები იშოვეს - 2016 წელს გამდიდრებულები

ადამიანები, რომლებმაც YouTube-ით მილიონები იშოვეს - 2016 წელს გამდიდრებულები

2005 წლიდან მოყოლებული YouTube პოპულარობის მოპოვების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. "ბიზნეს ინსაიდერი" გთავაზობთ იმ ადამიანების რეიტინგს, ვინც 2016 წელს YouTube-ის საშუალებით ყველაზე მეტი მოგება ნახა.

PewDiePie - 15 მილიონი დოლარი

ფელიქს არვიდ ულფ კეილბერგი შვედი ვიდეო კომენტატორია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია YouTube-ზე პოპულარობას ინარჩუნებს. კეილბერგის ვიდეოებში ასახულია, თუ როგორ თამაშობს სხვადასხვა ვიდეო თამაშს. ეკრანის ზედა მხარეს, პატარა ფანჯარაში კი თავად მოთამაშის რეაქციას გვიჩვენებს.

წარმატება მას ბევრმა ფაქტორმა მოუტანა. კეილბერგი დიდ დროს უთმობს საკუთარ გულშემატკივრებს. ის YouTube-ის კომენტარების განყოფილებაში კითხვების უმეტესობას პასუხობს. გეიმერმა საკუთარი გულშემატკივრების კომუნაც ჩამოაყალიბა. თუმცა კეიბერგმა თქვა, რომ ის საკუთარი YouTube არხის წაშლას აპირებს მას შემდეგ, რაც გამომწერებს რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა. მისი გულშემატკივრების უმეტესობა ამ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს.

რომან ეთვუდი - 8 მილიონი დოლარი

ეთვუდის სახალისო YouTube არხი იუმორისტულ მიმართულებაში ძალიან პოპულარულია. მეუღლის რეაქციის შემოწმების მიზნით, ეთვუდმა რამდენჯერმე შვილის მოკვლის იმიტაციაც კი გააკეთა. თუმცა მისი არხი ნაკლებად საზარელი ვიდოებითაც არის ცნობილი.

ლილი საინი - 7,5 მილიონი დოლარი

საინის YouTube-ის არხი ცნობილია, როგორც ერთი ქალის არხი. ის დამოუკიდებლად აკეთებს მუსიკალურ ვიდოებსაც და მუსიკალურ სკეტჩებსაც. ვარსკვლავის ზედმეტი სახელია Superwoman - "სუპერქალი".

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს