"ადა­მი­ა­ნი იმას ხე­დავს სიზ­მ­რად, რაც მის ქვეც­ნო­ბი­ერ­შია და­ლე­ქი­ლი"

"ადა­მი­ა­ნი იმას ხე­დავს სიზ­მ­რად, რაც მის ქვეც­ნო­ბი­ერ­შია და­ლე­ქი­ლი"

ვე­ცა­დე, ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შე აღ­მედ­გი­ნა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნ­და და რო­ცა ტკი­ვილ­მა საშ­ვე­ლი აღარ მომ­ცა, ქი­რურგს მი­ვა­კითხე. თუმ­ცა, ახ­ლა ოპე­რა­ცი­ა­სა და გან­ც­დილ­ზე ლა­პა­რაკს არ ვა­პი­რებ. სულ სხვა რა­მემ გა­მა­ო­ცა: მას მე­რე, რაც ტკი­ვილ­მა შე­მა­წუ­ხა და ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა სულს მიმ­წა­რებ­და, მხო­ლოდ ერთ სიზ­მარს ვნა­ხუ­ლობ­დი: დავ­დი­ო­დი (ზოგ­ჯერ დავ­რ­ბო­დი კი­დეც) ნაც­ნობ ქუ­ჩებ­სა თუ ად­გი­ლებ­ში და უსაშ­ვე­ლოდ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ შე­მეძ­ლო თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბა...

რო­ცა ამის შე­სა­ხებ ჩემს მე­გო­ბარს, ფსი­ქო­ლოგ ხა­ტია ხო­მე­რიკს ვუ­ამ­ბე, სუ­ლაც არ გაჰ­კ­ვირ­ვე­ბია და სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რად მი­იჩ­ნია ხილ­ვე­ბი, რო­მელ­საც ჩე­მი ტკი­ვი­ლის­გან დაღ­ლი­ლი გო­ნე­ბა იწ­ვევ­და:

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს სიზ­მარ­ში მის­ტი­კა და­ი­ნა­ხოს და მი­ნიშ­ნე­ბას ეძებს მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არა­და, სიზ­მა­რი სხვა არა­ფე­რია, თუ არა ჩვე­ნი რე­ა­ლუ­რი ყო­ფა-ცხოვ­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა და გა­მო­ძა­ხი­ლი. ადა­მი­ანს ის ესიზ­მ­რე­ბა, რაც მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რაც აწუ­ხებს, რა­ზეც ოც­ნე­ბობს. რუ­სუ­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მია: უბე­დუ­რე­ბას არ უნ­და ელო­დოთ, თო­რემ ის აუცი­ლებ­ლად მო­ვაო, - და მარ­თ­ლაც, ასეა: მში­შა­რა ადა­მი­ა­ნი უფ­რო ად­ვი­ლად იზი­დავს ცუდს, ვიდ­რე გა­ბე­დუ­ლი და ოპ­ტი­მის­ტი. ადა­მი­ა­ნე­ბი კოს­მო­სის ენერ­გი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ ვართ და ამა­ვე დროს, თა­ვად ვმარ­თავთ ამ ენერ­გი­ას: ცუდს თუ ვფიქ­რობთ, ცუ­დი მოხ­დე­ბა. და­დე­ბი­თად გან­ვეწყო­ბით და, კოს­მო­სიც მხო­ლოდ სი­კე­თეს გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნის. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო შე­ნი ტკი­ვი­ლე­ბის ფონ­ზე სხვა რა­მე დაგ­სიზ­მ­რე­ბო­და და ამი­ტომ ხე­დავ­დი შე­უზღუ­დავ სივ­რ­ცე­ებ­სა და მოძ­რა­ო­ბას. სხვა­თა შო­რის, მსგავ­სი ხილ­ვე­ბი სწრაფ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­საც გა­მო­იწ­ვევს და შემ­დეგ, რო­ცა რე­ა­ლუ­რა­დაც აღარ შე­გა­წუ­ხებს ტკი­ვი­ლი, ქვეც­ნო­ბი­ე­რიც სხვა რა­მე­ზე გა­და­ერ­თ­ვე­ბა...

- მაგ­რამ ზოგ­ჯერ ხომ ესიზ­მ­რე­ბათ ადა­მი­ა­ნებს წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რი სიზ­მ­რე­ბი?

- მის­ტი­კა ფსი­ქო­ლო­გი­ის კვლე­ვის სა­გა­ნი არ არის და ამი­ტომ ვერ გეტყ­ვი, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სიზ­მ­რად მო­მავ­ლის ნახ­ვა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იმას ხე­დავს სიზ­მ­რად, რაც მის ქვეც­ნო­ბი­ერ­შია და­ლე­ქი­ლი...

- ბე­ბი­ა­ჩე­მი ცუ­დად რომ გახ­და და გვე­გო­ნა, მოკ­ვ­დე­ბო­და, ერთ დღეს უც­ნა­უ­რი და­ვა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა: გა­ი­გეთ ჩე­მი გა­რე­ბი­ძაშ­ვი­ლი ვა­ლი­კო რო­გო­რაა და სა­ერ­თო­დაც, ცოცხა­ლი თუ არი­სო?.. მე­რე გვითხ­რა: უგო­ნოდ რომ ვი­ყა­ვი, გარ­დაც­ვ­ლი­ლი ქმა­რი გა­მო­მეცხა­და და მითხ­რა: ჯერ ვა­ლი­კო მო­ვა სა­ი­ქი­ოს და მე­რე შენ. სა­ნამ ის ცოცხა­ლია, ნუ­რაფ­რის გე­ში­ნიაო... გინდ და­ი­ჯე­რე და გინდ არა, მაგ­რამ ბე­ბი­ა­ჩემ­მა მა­ლე მო­ი­კე­თა და ფეხ­ზეც წა­მოდ­გა. იმ ვა­ლი­კო­მაც ოთხი წე­ლი­წა­დი იცოცხ­ლა და რომ გარ­და­იც­ვა­ლა, კარ­გა ხანს ვუ­მა­ლავ­დით ბე­ბი­ას ამ ამ­ბავს, რომ არ ენერ­ვი­უ­ლა. არა­და, მე­რე ისევ გახ­და ცუ­დად და კვლავ ნა­ხა სიზ­მა­რი: ჩე­მი ქმა­რი და ვა­ლი­კო ერ­თად იყ­ვ­ნენ და მითხ­რეს, რომ ახ­ლა ჩე­მი დროც დად­გაო და მარ­თ­ლაც, მა­ლე გარ­და­იც­ვა­ლა...  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს