"ერთს ჩანთა წაართვეს, მეორე წააქციეს" - მოროშკინა ტურზონების აგრესიული ბოშებისგან გაწმენდას ითხოვს

"ერთს ჩანთა წაართვეს, მეორე წააქციეს" - მოროშკინა ტურზონების აგრესიული ბოშებისგან გაწმენდას ითხოვს

ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოლიციას მიმართავს:

"მივმართავ პოლიციას!

ჩამოვიყვანე საახალწლოდ ტურისტები რუსეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეგიდან! ნახევარი წელი ვამზადებდი მათ ჩამოსვლას ჩვენს დედაქალაქში! და რა???

ერთი დღე მარტო გავიდნენ თბილისის ისტორიულ ცენტრში და საკუთარ თავზე იგრძნეს

ბოშათა ამაოხრებელი შემოსევა!!!!

მე კარგად ვიცნობ "ციგანსკი პასიოლოკსაც" და მათ ბარონსაც!

მაგრამ არ მესმის მე რატომ უნდა მოვაგვარო ეს პრობლემა?

ტურისტების უსაფრთხოებაზე ვინ აგებს პასუხს????

ერთს ჩანთა წაართვეს, მეორე წააქციეს, ახალგაზრდა წყვილს რესტორანში შეუვარდნენ და საჭმელი გასტაცეს!!!!

იმას აღარ ვამბობ, მანქანებს რომ ჩხაპნიან, იგინებიან და იწყევლებიან ყველა შუქნიშანზე!

ან მოაგვარებთ ამ პრობლემას ან დავემშვიდობოთ ტურისტული ქვეყნის სტატუსს!

იმოქმედეთ დღესვე, თორემ ხვალ გვიანი იქნება და უარყოფითი კომენტარები სოც.მედიაში ჩვენს გაუმართავ ტურისტულ სეგმენტზე აზარალებს ისედაც გაუბედურებულ ეკონომიკას!

გაწმინდეთ ტურ.ზონები აგრესიული ბოშებისგან!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს