როგორ მოვიქცეთ, რომ ახალი წლის დღეებში წონაში არ მოვიმატოთ

როგორ მოვიქცეთ, რომ ახალი წლის დღეებში წონაში არ მოვიმატოთ

ძალიან ძნელია ახალი წლის პერიოდში ცდუნებას გაუძლო და ბევრი ჭამისგან თავი შეიკავო, სადაც არ უნდა იყოთ - სახლში თუ სტუმრად. საცივი, გოზინაყი, გოჭი - მოკლედ, წინასწარ აღიარეთ, რომ ამ ყველაფერზე უარის თქმას ვერ შეძლებთ და მოემზადეთ შედეგებთან საბრძოლველად.

ფართოდ რეკლამირებული დღევანდელი მონელების მედიკამენტები ფერმენტული პრეპარატებია, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ფერმენტების მიღებისას თქვენ წონაში მატების რისკზე მიდიხართ, ისინი ხომ საკვების ათვისებას უწყობენ ხელს და მონელებაში გეხმარებიან. ახალ წელს გადაჭარბებულად მიღებული საკვების ათვისება კი პირდაპირ, ცხიმად დაგროვებას გამოიწვევს. გინდათ ზედმეტი კილოგრამები?

გასტროენტეროლოგების აზრით, უმჯობესია მსუნაგობის შედეგისგან ისე გათავისუფლდეთ, რომ ზედმეტი კილოგრამები არ მოიმატოთ. ამაში დაგეხმარებათ პროკინეტიკის ჯგუფის მედიკამენტები. პროკინეტიკები კუჭის კუნთოვან მასაზე მოქმედებენ, აძლიერებენ პერისტალტიკას, რის შედეგადაც საკვები ქუცმაცდება და გზას განაგრძობს.

პროკინეტიკები მუცლის შებერილობასაც ხსნის, გულის რევის შეგრძნებასაც აღმოფხვრის და მოწამვლის შემთხვევაშიც დაგიცავთ. აგრეთვე აღკვეთს მეტეორიზმს და რაც მთავარია, აღარ გექნებათ წონაში მომატების შიში.

ასე რომ, შეგიძლიათ მადიანად მიუჯდეთ საახალწლო სუფრას და აღარ ინერვიულოთ წონაზე. მოიმარაგეთ საიმედო და უსაფრთხო მედიკამენტები და დღესასწაულები ბრწყინვალედ ჩაივლის.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს