ქართული საზოგადოებისთვის სალვადორ დალის ახალი ნამუშევარი გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, დალიმ პორტრეტი თავის მეგობარსა და ქართველ თავადს არჩილ გურიელი-ჭყონიას მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ დალიმ თავისი ქართველი მეგობარი ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი დახატა, რომელიც კლდეზე მიჯაჭვული ამირანის ფონზეა გამოსახული. მდინარეში ნავები ჩანს, რომლებიც, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, იასონისა და არგონავტების ისტორიას მოიცავს, დათოვლილი მთები კი საქართველოს ლანდშაფტს ასახავს. საბოლოოდ, დალიმ შექმნა სრულიად ქართული თემატიკის ნახატი, რომელიც ქვეყნის კულტურასა და ტრადიციას გადასცემს მნახველს.
სალვადორ დალის ყურადღების მიღმა არც არჩილ გურიელი-ჭყონიას მეუღლე ჰელენ რუბინშტეინი დარჩა. ბევრი ცნობილი მხატვრის ერთ-ერთმა საყვარელმა სახემ დალისთვისაც იპოზიორა.
ნამუშევარი 1943 წელსაა შექმნილი და მისი ფასი მილიონიდან მილიონ-ნახევარ დოლარამდე მერყეობს. წაიკითხეთ გაგრძელება