მაკა ჩიჩუას მორიგი გამორჩეული იმიჯი - პირველი ლედის ყვითელი კოსტიუმი "ფეისბუქზე" შეუმჩნეველი არ დარჩენიათ

მაკა ჩიჩუას მორიგი გამორჩეული იმიჯი - პირველი ლედის ყვითელი კოსტიუმი "ფეისბუქზე" შეუმჩნეველი არ დარჩენიათ

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პირველ ლედის ნეჩამა რივლინს პრეზიდენტის სასახლეში ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა.

ისრაელის პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუას საქართველოში მოწვევისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ორი ქვეყნის პირველმა ქალბატონებმა საქართველოსა და ისრაელს შორის კულტურული ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრისას მაკა ჩიჩუამ და ნეჩამა რივლინმა საჩუქრები გაცვალეს.

მაკა ჩიჩუამ სტუმარს ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი უსახსოვრა. ნეჩამა რივლინმა კი მაკა ჩიჩუას ებრაული ტრადიციული სუვენირები გადასცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკა ჩიჩუამ და ნეჩამა რივლინმა მეტეხის ტაძრის ეზოდან თბილისის ხედები დაათვალიერეს.

მაკა ჩიჩუას ოფიციალურ შეხვედრაზე მკვეთრი ყვითელი ფერის კოსტიუმი ეცვა. პირველი ლედის გამორჩეული იმიჯი მხედველობიდან არ გამორჩენიათ ქართველ ინტერნეტმომხმარებლებს.

"ყვითელიც მისი ფერი ყოფილა....უმაგრესი ლედი გვყავს"; "დახვეწილი, გემოვნებიანი და პოზიტიური" - წერენ ფეისბუქმომხმარებლები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს