ავტორი:

"მუდრა" ფულის მისაზიდად - სწრაფი გამოსავალი კრიზისიდან

"მუდრა" ფულის მისაზიდად - სწრაფი გამოსავალი კრიზისიდან

ბედნიერება ფულში არ არის... მის რაოდენობაშია. თუ ეს თქვენთვის საჭირბოროტო თემაა, პრობლემის გადაჭრაში უძველესი ჟესტიკულაცია დაგეხმარებათ.

რას ემსახურება ეს მუდრა

რთული სიტუაციებისგან არავინაა დაზღვეული, ზოგჯერ შეიძლება ადამიანი გამოუვალ მდგომარებაშიც აღმოჩნდეს. მაგალითად, სასწრაფოდ დასჭირდეს ფული მკურნალობისთვის, მოულოდნელი რემონტისთვის ან ავტომობილისთვის, ან რაიმე სხვა სასწრაფო საქმისთვის. სად და როგორ მოიძიოს დამატებითი ფინანსები?

მუდრა ფულის სწრაფად მისაზიდად დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მალე დააღწიოთ თავი კრიზისულ მდგომარეობას და სასწრაფოდ მოახდინოს ფულის ენერგიის მატერიალიზება.

გაითვალისწინეთ: ამ მუდრას დიდი ძალა აქვს და სწრაფად მოქმედებს, ამიტომ ის უკიდურეს მდგომარეობაში უნდა გამოიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვერ გაუმკლავდეთ მის ენერგიას და საკუთარ თავს ავნოთ.

მუდრის შესრულების ტექნიკა...

ასწიეთ ხელისგულები მზის წნულის სიმაღლეზე, შეაერთეთ საჩვენებელი და დიდი თითები ისე, რომ მიიღოთ რგოლები. ქალებმა მარჯვენა ხელისგული ისე უნდა შეაბრუნონ, რომ მიწას დაჰყურებდეს, მარცხენა კი ზეცისკენ უნდა იყოს მიმართული. მამაკაცებმა კი პირიქით უნდა გააკეთონ.

ახლა შეაერთეთ თითების ბალიშები: მარჯვენა ხელის ნეკი მარცხენა ხელის არათითთან, მარჯვენა ხელის არათითი კი - მარცხენა ხელის ნეკთან. ორივე ხელის შუათითი თავისუფალი და მოდუნებული უნდა დარჩეს.

განსაზღვრეთ რა რაოდენობის თანხა გჭირდებათ. თანხა რეალური უნდა იყოს, საჭიროების შესაბამისად (წამში მილიონერობას ნუ მოინდომებთ). ასე უფრო მალე მიიღებთ შედეგს.

ფოკუსირება მოახდინეთ ენერგიაზე, რომელიც თქვენი მზის წნულიდან გამოდის და იფიქრეთ ფულზე. ამ დროს მუდრა აძლიერებს თქვენს სურვილს და მას მძლავრი ენერგიით ავსებს. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს