ენდოკრინოლოგის რჩევები ბავშვის კვებასთან დაკავშირებით - ებრძოლეთ უმოძრაობას და "გასართობ" საკვებს

ენდოკრინოლოგის რჩევები ბავშვის კვებასთან დაკავშირებით - ებრძოლეთ უმოძრაობას და "გასართობ" საკვებს

ბევრი მშობელი ბავშვის ზედმეტ წონას არასერიოზულად აღიქვამს. "სიმაღლეში გაიზრდება და გახდება", - ასე იმშვიდებენ თავს. თუმცა ეს მარტივი პრობლემა არ არის. დიდი შანსია, რომ მოზარდი ვერ გაუმკლავდეს მას და მოზრდილობაში სიმსუქნესთან და მის შედეგებთან მუდმივი ბრძოლა მოუხდეს.

ამიტომ ჯობია კვებასთან დაკავშირებული საკითხები ბავშვობიდანვე მოგვარდეს.

რატომ მატულობს ჭარბწონიანი ბავშვების რიცხვი

ნომერ პირველი მიზეზი თანამედროვე ცხოვრების წესია - უმოძრაობა და ზედმეტად კალორიული კვება. დღეს ბავშვები ცოტას მოძრაობენ, საათობით სხედან ტელევიზორებისა და კომპიუტერების წინ. ნაირ-ნაირი სასუსნავიც ბევრი აქვთ, თანაც ათასგვარი საშიში დანამატებით. თუ მთელმა

ოჯახმა არ შეცვალა მიდგომა კვებისადმი, მხოლოდ ბავშვის დაცვა ამ უვარგისი საკვებისგან შეუძლებელი გახდება.

ყველაზე აქტუალური საკითხები, რის გამოც ენდოკრინოლოგს მიმართავენ:

1. ჩემი შვილი ყველაფერს პურს აყოლებს, ეს მავნებელია?

თუ დღეში ბევრი პურის მიღება უწევს, შიგადაშიგ უსაფუარო პური ან თხელი ლავაშები შესთავაზეთ. მათი შეძენა უკვე ნებისმიერ მარკეტში შეიძლება... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს