"შე­მო­დი­ო­და ჩი­ჩი­ლა­კე­ბით ჩვენ­ში კა­ლან­და..."

"შე­მო­დი­ო­და ჩი­ჩი­ლა­კე­ბით ჩვენ­ში კა­ლან­და..."

ჩვენს სამ­შობ­ლო­ში ახალ წელს ორ­ჯერ აღ­ვ­ნიშ­ნავთ - ახა­ლი სტი­ლით - 1-ელ იან­ვარს, ხო­ლო ძვე­ლი სტი­ლით - 14 იან­ვარს. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლე­ბი 14 იან­ვარს "ძვე­ლით ახალ წელს" უწო­დე­ბენ, ძვე­ლად კი, კა­ლან­დას ეძახ­დ­ნენ. ეს არის დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მელ­საც ხალ­ხი ად­რეც დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით აღ­ნიშ­ნავ­და და დღე­საც აღ­ნიშ­ნავს. კა­ლან­და ჩი­ჩი­ლა­კის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო და დღე­საც ასეა. ჩი­ჩი­ლაკს დღემ­დე "ქარ­თულ ნაძ­ვის ხეს" უწო­დე­ბენ, რად­გან ის ახა­ლი წლის თა­ვი­სე­ბურ სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენს. ჩი­ჩი­ლა­კის გა­მოთ­ლი­სა და მორ­თ­ვის ტრა­დი­ცია იმე­რეთ­შიც ჰქონ­დათ, ზოგ­ჯერ მას ენ­დ­რო­თიც ღე­ბავ­დ­ნენ და ათას­ნა­ი­რად რთავ­დ­ნენ. რო­გორც უმე­ტე­სო­ბა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა, ჩი­ჩი­ლა­კიც ქრის­ტი­ა­ნულ სიმ­ბო­ლი­კას უკავ­შირ­დე­ბა, კერ­ძოდ, წმინ­და ბა­სი­ლი დი­დის სა­ხელს. გუ­რი­ა­ში ჩი­ჩი­ლაკს "ბა­სი­ლის ფა­ფუკ წვე­რებ­საც" ეძახ­დ­ნენ, სა­ა­ხალ­წ­ლოდ გა­მომ­ცხ­ვარ ნამ­ცხ­ვარს კი - "ბა­სი­ლის პურს".

გუ­რუ­ლი კა­ლან­და

გუ­რი­ა­ში კა­ლან­დის შე­სახ­ვედ­რად ერ­თი კვი­რით ად­რე ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. სულ­ხან-სა­ბა წერს, რომ კა­ლან­და წლის თა­ვია, ამი­ტომ ამ დღეს შე­სა­შუ­რი სი­უხ­ვით ხვდე­ბოდ­ნენ: იკ­ვ­ლე­ბო­და სა­კა­ლან­დო ღო­რი და ფრინ­ვე­ლე­ბი, იზი­ლე­ბო­და ღო­მი, ცხვე­ბო­და კე­ცის მჭა­დე­ბი, ხა­ჭა­პუ­რე­ბი და უტ­კ­ბი­ლე­სი ნა­ზუ­ქე­ბი, კეთ­დე­ბო­და სა­ცი­ვი... ამას თან ემა­ტე­ბო­და ტკბი­ლე­უ­ლი, ღვი­ნო და ეწყო­ბო­და ნა­ირ-ნა­ი­რი ნუგ­ბა­რით სავ­სე სა­კა­ლან­დო ტაბ­ლა. დღე­სას­წა­ულს ოჯა­ხი ახალ ტან­საც­მელ­ში გა­მოწყო­ბი­ლი უნ­და შეხ­ვედ­რო­და. შე­მო­ვი­დო­და კა­ლან­და და პირ­ვე­ლი სადღეგ­რ­ძე­ლო ოჯახ­ში მშვი­დო­ბი­სა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ტრა­დი­ცია - სა­ა­ხალ­წ­ლოდ ოჯახ­ში აუცი­ლებ­ლად და­ედ­გათ ჩი­ჩი­ლა­კი, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის სიმ­ბო­ლოდ მი­აჩ­ნ­დათ. არ­სე­ბობ­და ჩი­ჩი­ლა­კის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გუ­რუ­ლი ჩი­ჩი­ლა­კია. XXI სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩი­ჩი­ლა­კი სულ უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა და შო­ბა-ახა­ლი წლის დღე­ებ­ში თით­ქ­მის ყვე­ლა ოჯახ­ში შეხ­ვ­დე­ბით. ჩი­ჩი­ლაკს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეჭი­რა სადღე­სას­წა­უ­ლო ხონ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის ღა­მეს იშ­ლე­ბო­და. არ­სე­ბობ­და ჩი­ჩი­ლა­კის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გუ­რუ­ლი ჩი­ჩი­ლა­კი გახ­ლ­დათ.

ჩი­ჩი­ლა­კის თა­ნა­მედ­რო­ვე ოს­ტა­ტე­ბი

ჩი­ჩი­ლა­კის ოს­ტა­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღე­საც ცხოვ­რო­ბენ. ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ოჯა­ხით არის ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ში. მათ შო­რის უნ­და და­სა­ხელ­დეს სო­ფელ მაკ­ვა­ნე­თის მკვიდ­რი გი­ზო თო­ი­ძე, რო­მე­ლიც უკ­ვე 80 წლი­საა. ბა­ტო­ნი გი­ზო ამ­ბობს, რომ ჩი­ჩი­ლა­კის გა­მოთ­ლა მა­მამ ას­წავ­ლა: მა­მა­მი­სი, გერ­მა­ნე თო­ი­ძე ჩი­ჩი­ლა­კებს ჯერ თა­ვი­სი ოჯა­ხის­თ­ვის გა­მოთ­ლი­და, მე­რე მთელ სო­ფელს შე­მო­უვ­ლი­და და მე­ზობ­ლებს ამა­რა­გებ­და. მა­მის ტრა­დი­ცია შვილ­მა გა­ნაგ­რ­ძო, ახ­ლა კი ჯე­რი მის შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზეა, რომ­ლე­ბიც დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით ამ­ზა­დე­ბენ სა­ა­ხალ­წ­ლო ჩი­ჩი­ლა­კებს. თო­ი­ძე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჩი­ჩი­ლა­კის გა­მოთ­ლა და მორ­თ­ვა-მო­კაზ­მ­ვა ადა­მი­ანს უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

რო­გორ მზად­დე­ბო­და ჩი­ჩი­ლა­კი ძვე­ლად ... განაგრძეთ კითხვა

"პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიციული ლოცვა შესრულდება" - ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა დასრულდა

ჩოხატაურის მერიასთან აქციაზე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის გამოჩენას ხმაური მოჰყვა - რა კომენტარი გააკეთა მან

"აკრძალული გვქონდა, ოჯახში ინგლისურად ლაპარაკი"  - ამერიკაში გაზრდილი ქართველი გოგო, რომელიც თუშეთში მეცხვარედ წავიდა