ავტორი:

"აკრძალული გვქონდა, ოჯახში ინგლისურად ლაპარაკი"  - ამერიკაში გაზრდილი ქართველი გოგო, რომელიც თუშეთში მეცხვარედ წავიდა

"აკრძალული გვქონდა, ოჯახში ინგლისურად ლაპარაკი"  - ამერიკაში გაზრდილი ქართველი გოგო, რომელიც თუშეთში მეცხვარედ წავიდა

ქეთი კობაური 16 წელია, მშობლებსა და და-ძმასთან ერთად ნიუ-ჯერსიში, ქალაქ ლინჰარსტში ცხოვრობს. ყოველ ზაფხულს საქართველოში ატარებს და მისი სამომავლო გეგმებიც სწორედ სამშობლოს უკავშირდება. წარმოშობით კასპიდან არის, თუმცა ამბობს, რომ მისი გვარი ხევსურული წარმომავლობისაა. დიდხანს აინტერესებდა, როგორი იყო მეცხვარის რეალური ყოფა-ცხოვრება და შარშან არდადეგებზე ეს ინტერესი დაიკმაყოფილა: 2 კვირით თუშეთში წავიდა ცხვარში.

ქეთი კობაური:

- 8 წლის ვიყავი, მშობლებმა "მწვანე ბარათი" რომ მოიგეს. ერთ დღეს დედამ გამოგვიცხადა, ყველანი ამერიკაში მივდივართ საცხოვრებლადო და ძალიან გამიკვირდა. მანამდე კასპში ვცხოვრობდით. ვერც წარმომედგინა სხვაგან სამუდამოდ წასვლა, უცნაური იყო ეს ყველაფერი. როდესაც ნიუ-იორკში ჩავფრინდით, ნანახით დაბნეულები და გაოცებულები ვიყავით. ენა არ ვიცოდით, თუმცა მალე ვისწავლეთ, ალღო ავუღეთ ცხოვრების იქაურ წესსაც. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და პრეზიდენტის სიგელიც მომცეს. ახლა ორმაგი მოქალაქეები ვართ. მშობლები ისტორიკოსები არიან, მაგრამ ამჟამად დედა რადიოლოგად მუშაობს (გაიარა შესაბამისი კურსები), მამა "ტაქსაობს", და-ძმა სტუდენტები არიან.

- რამ გადაგაწყვეტინა ცხვარში წასვლა?

- რამდენიმე წლის წინ ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფია წავიკითხე და ძალიან დამაინტერესა მეცხვარის ყოფამ. მერე ერთი გოგო გავიცანი, რომლის მეგობარიც 15 წლიდან მეცხვარე იყო თუშეთში. ამ ბიჭს სთხოვა, ერთ უცნაურ გოგოს უნდა მთაში ამოსვლა, მეცხვარეების ცხოვრება აინტერესებსო. წავედი მარტო. ზღვის დონიდან 2040 მეტრ სიმაღლეზე არის ასეთი სოფელი, დანო - უფრო სწორად, ნასოფლარი, რადგან იქ აღარავინ ცხოვრობს და ამ სოფლის ზემოთ ჰყავდა ფარა. კარავი კი მქონდა წაღებული, მაგრამ თავიდანვე ვთხოვე, მეც თქვენსავით ნაბადში დაძინება მინდა-მეთქი. სხვათა შორის, იქ ვისწავლე ცხვრის დაკვლა, გატყავება და ხორცისგან კერძის მომზადება. მანამდე ქათამს რომ კლავდნენ, იმასაც ვერ ვუყურებდი. რატომღაც დავინტერესდი და რომ ვთქვი, ამ ბიჭმა ჯერ უარი მითხრა, - არ არის ქალის საქმეო, - მაგრამ მერე დამთანხმდა და მასწავლა. შარშან 2 კვირა დავრჩი, წელს ჩემს ბიძაშვილთან ერთად წავედი და რაკი ის დიდხანს ვერ გაჩერდა, ერთ კვირაში დავბრუნდით უკან.

- რა გასწავლა იქ გატარებულმა ორმა კვირამ?

- საკუთარ თავზე გამოვცადე, რამდენად რთულია მეცხვარის პროფესია. კარგი ამინდია თუ ცუდი, ფაქტობრივად, სულ გარეთ ხარ. მეცხვარეებს პატარა ქოხები კი აქვთ, მაგრამ გარეთ სძინავთ, ნადირის მოპარვა რომ გაიგონ. ღამითაც რამდენჯერმე დგებიან და ყურადღებას აქცევენ, ყოველდღე დიდი მანძილის გავლა უწევთ ფეხით. ცხენები კი ჰყავთ, მაგრამ ძირითადად, ფეხით მიჰყვებიან ფარას. თუ ღამე იწვიმა და ნაბადი დაგისველდა, ასე გიწევს დაძინება, გცივა, იყინები. ზაფხული კია, მაგრამ საღამოობით მაინც ცივა. ასეთ რთულ პირობებში არასდროს მიცხოვრია. სამწუხაროდ, დაუფასებელია ეს პროფესია. გააგრძელეთ კითხვა

1550 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი - როგორია კორონავირუსით ინფიცირების ბოლო დღე-ღამის მაჩვენებლები საქართველოში

"ერთი წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ. დედა 5 წლისას გარდამეცვალა, მამა არასდროს მინახავს" - ცნობილი ექსპერტის რთული ბავშვობა და ბრძოლით მოპოვებული წარმატება

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"