ციხიდან ახლადგამოსულმა გიგი უგულავამ ბედობა ცნობილ კომპოზიტორებთან და მომღერლებთან ერთად აღნიშნა

ციხიდან ახლადგამოსულმა გიგი უგულავამ ბედობა ცნობილ კომპოზიტორებთან და მომღერლებთან ერთად აღნიშნა

თბილისის ყოფილი მერი, რომელიც ერთი კვირის წინ გათავისუფლდა 2-წლიანი პატიმრობიდან, უკვე აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა და ხმამაღალი განაცხადი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, თუმცა პოლიტიკისგან განსხვავებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძველ მეგობრებს არ ივიწყებს.

ყოფილმა მერმა 15 იანვარს, ბედობა ცნობილ კომპოზიტორებთან და მომღერლებთან ერთად აღნიშნა. კომპოზიტორი ნატო გელაშვილი ერთ-ერთ რესტორანში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, რომლებზეც წვეულების სტუმრები არიან ასახულნი.

მარიკა კვალიაშვილი, ნუნუ გაბუნია, მაცაცო სებისკვერაძე, ლილიკო ნემსაძე, ნატო გელაშვილი, ნანა მესხი - ცნობილ კომპოზიტორებთან ერთად ფოტოებში ჩანან ბიზნესმენი ივა ჭყონია და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი მამუკა ახვლედიანი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს