მეფე, რომელმაც უარი თქვა ქორწინებაზე, სანამ უბრალო წარმომავლობის გულისსწორს არ შეირთავდა...

მეფე, რომელმაც უარი თქვა ქორწინებაზე, სანამ უბრალო წარმომავლობის გულისსწორს არ შეირთავდა...

მონარქებს დასაბამიდან ჰქონდათ დაუწერელი წესი, რომ სამეფო ან ტიტულიან ოჯახისშვილზე ექორწინათ. წარსულში ეს სტრატეგიული დიპლომატიის ნაწილი იყო, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდა. გასულ საუკუნეში ეს მიდგომა შეიცვალა - სულ უფრო მეტი მონარქი სიყვარულით ქორწინდებოდა იმის მიუხედავად, თუ როგორი წარმომავლობა გააჩნდა მის რჩეულს. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც მონარქმა უბრალო წარმომავლობის ქალი შეირთო ცოლად, გახლავთ ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის და სონია ჰარალდსენის შემთხვევა.

სონიას გზა დედოფლობამდე სირთულეებით იყო სავსე. ქალი 1937 წლის 4 ივლისს ოსლოში დაიბადა. ის ტანსაცმლით მოვაჭრის შვილი იყო. მან განათლება ხელოვნების ისტორიის კუთხით მიიღო ოსლოს უნივერსიტეტში. 1959 წელს სონიას პრინცი ჰარალდი წვეულებაზე შეხვდა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, თუმცა მათი ურთიერთობა აკრძალული გახლდათ... არ შეიძლებოდა უბრალო წარმომავლობის გოგონა მომავალ მეფეზე გათხოვილიყო.

პრინცის მამა, მეფე ოლავ V წლების მანძილზე ცდილობდა შვილი სამეფო წარმომავლობის ქალთან დაეწყვილებინა. პრინცმა მამას არ დაუჯერა და სონიას ერთგული დარჩა. მან მამას განუცხადა, რომ იქამდე არ იქორწინებდა, სანამ მისი ცოლი სონია არ გახდებოდა. ხოლო თუ ჰარალდი დაუქორწინებელი დარჩებოდა, ეს მისი ოჯახის მმართველობას წერტილს დაუსვამდა, რადგან ჰარალდი სამეფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრე იყო.

ცხრა წლის შემდეგ ჰარალდმა მამის თანხმობა მიიღო და 1968 წლის 29 აგვისტოს სონია ცოლად მოიყვანა. 1991 წელს ისინი მეფე ჰარალდ V და დედოფალი სონია გახდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს - მარტა და ჰააკონი.

სხვათაშორის, კრონცპრინც ჰააკონის სიყვარულის ისტორია არანაკლებ სკანდალურია.  ევროპულ მედიას სალაპარაკო გაუჩნდა 2001 წელს, როცა ჰააკონი 28 წლის მეტე მარიტ ტიესემ ჰოიბიზე დაქორწინდა - ყოფილ ოფიციანტსა და მარტოხელა დედაზე, რომლის ყოფილი ბოიფრენდი და უფროსი ვაჟის მამა, იმ დროისთვის ციხეში სასჯელს ნარკოტიკების გასაღებისთვის იხდიდა. ქორწილამდე საგანგებო პრესკონფერენციაზე კრონპრინცის მომავალმა მეუღლემ ცრემლები ვერ შეიკავა და ყველას გასაგონად მოინანია წარსული ცოდვები. მან დაგმო ნარკოტიკები და განაცხადა, რომ მოემზადა სასახლეში ცხოვრებისთვის: "მე დაშვებულ ზღვარს გადავაბიჯე, ახლა კი ამას ძალიან ვნანობ". წყვილი ბედნიერად ცხოვრობს და ერთობლივ ორ შვილსა და მეტეს უფროს ვაჟს ზრდის.

მომზადებულია thevintagenews.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს