როგორ ურთიერთობს ჭკვიანი კაცი სიდედრთან

როგორ ურთიერთობს ჭკვიანი კაცი სიდედრთან

კაცების უმრავლესობას სიდედრი გულზე არ ეხატება. მათ რომ ჰკითხოთ, სიდედრი რჩევებით და მითითებებით უწყალებთ გულს. რასაკვირველია, სხვადასხვაგვარი სიდედრები არსებობენ - პოზიტიურებიც, გამგებებიც, ჯიუტებიც, ბუზღუნებიც, ზედმეტად აქტიურებიც, დამხმარეებიც და ისეთებიც, რომლის დახმარებაც აღარ მოგინდებათ. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ სიდედრს თქვენს ცოლზე დიდი გავლენა აქვს, ჭკვიანი კაცი კი ამას ყოველთვის სასიკეთოდ გამოიყენებს.

მას პატივისცემით უნდა მოეპყრათ და მის ნაკლოვანებაზე თვალი დახუჭოთ. თუ ასე არ მიგაჩნიათ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი დამოკიდებულება ცოლთან გაგიფუჭებთ ურთიერთობას. დაუმეგობრდით მას. ეს მეგობრობა მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ. იმისათვის, რომ სიდედრისადმი `სწორი~ გრძნობები გამოიმუშაოთ, ერთი მიზეზიც საკმარისია.

ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ სიძეებს სიდედრის შეყვარების მინიმუმ 5 მიზეზი აქვთ...

ისიც დედაა

ბანალურად ჟღერს, მაგრამ სიდედრმა გაგიჩინათ და გაგიზარდათ ცოლი. დროთა განმავლობაში ის უფრო მეტად დაემსგავსება დედას. თუ გარეგნობით არა - ხასიათით, მანერებით, ჩვევებით - შეიძლება სწორედ ისეთებით, რაც სიდედრში გაღიზიანებთ. თუ სიდედრის დღევანდელ თვისებებს შეეგუებით, მომავალში ცოლთან მეტი ჰარმონია გექნებათ.

არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი: სიდედრი, როგორი ძლიერი და მებრძოლიც არ

უნდა იყოს, როცა ასაკი მოემატება, დაუცველი და მოსავლელი გახდება. ამ დროს მისი თანადგომა გმართებთ. მოხუცის მოვლა არც ისე ადვილია, ამიტომ შეყვარება ჯობია დღეიდან დაიწყოთ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს