გურამ ლომიძის და ივანა მელაის ამერიკული ცხოვრება - ვინ ეხმარება წყვილს ახალშობილი გოგონას გაზრდაში

გურამ ლომიძის და ივანა მელაის ამერიკული ცხოვრება - ვინ ეხმარება წყვილს ახალშობილი გოგონას გაზრდაში

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, გურამ ლომიძე, დეკემბერში მესამე შვილის მამა გახდა - მას და უკრაინელ მომღერალ ივანა მელაის გოგონა შეეძინათ. პატარა 2016 წლის 2 დეკემბერს გაჩნდა ილინოისის შტატში. 3 კილო და 865 გრამი და 52 სანტიმეტრი დაიბადა, პატარას მშობლებმა ელიზაბეტ-ნატალი დაარქვეს.

იავანამ და გურამმა სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2016 წელს, ჩიკაგოში იქორწინა. როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ ამერიკაში - ამის შესახებ გურამ ლომიძე ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ივანკას ორსულობაც საკმაოდ მსუბუქი ჰქონდა და მშობიარობაც. ორსულობის მერვე თვემდე თითქმის ყოველ შაბათს გვქონდა კონცერტები... ძალიან მზრუნველი დედაა, ყველაფერს სწრაფად აუღო ალღო. ბავშვის გაზრდაში დედაჩემი გვეხმარება და ეს ყველაფერს გვიადვილებს.

- ივანა წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და საქმიანობდა, კარიერის აწყობას აქ ცდილობდა, ადვილად დაგთანხმდათ, შტატებში თქვენთან წამოსულიყო?

- დაახლოებით ერთი წელიწადი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩიკაგოში გადმოსვლაზე დამეყოლიებინა. ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმე.

- ახლა ორივე მუშაობთ თუ ივანა მხოლოდ ბავშვის მოვლით არის დაკავებული?

- უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გოგონას აღზრდით ვართ დაკავებულები. ივანკას ორსულობამდე გამოსვლები გვქონდა სხვადასხვა კორპორატიულ საღამოებზე და, როგორც გითხარით, ორსულობის დროსაც ვატარებდით კონცერტებს. ახლა ვმუშაობთ ახალ სიმღერაზე, რომლის ჩაწერაც ატლანტაში იგეგმება. ამასთან ერთად ჩემი ბიზნესის განვითარებაზეც ვზრუნავ.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

ნინი ბადურაშვილის  პანკ-როკ გარდასახვა, რომლის გამოც გულშემატკივრები აკრიტიკებენ - "ყველაფერი გიხდება, ამის გარდა"

ქეთა თოფურიას რომანტიკული არდადეგები შეყვარებულთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი: "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"