ავტორი:

ნინი ბადურაშვილის  პანკ-როკ გარდასახვა, რომლის გამოც გულშემატკივრები აკრიტიკებენ - "ყველაფერი გიხდება, ამის გარდა"

ნინი ბადურაშვილის  პანკ-როკ გარდასახვა, რომლის გამოც გულშემატკივრები აკრიტიკებენ - "ყველაფერი გიხდება, ამის გარდა"

ნინი ბადურაშვილი იმ ქართველ ვარსკვლავებს შორისაა, რომლებიც აქტუალობას არასდროს კარგავენ. ნინი ყოველთვის ახერხებს თავისი შემოქმედებით, ზოგჯერ კი ეპატაჟური იმიჯით გულშემატკივარს თავი შეახსენოს და მასზე ათასობით ადამიანი ალაპარაკოს.

ბადურაშვილი ასევე იმ ქართველ ცნობილ ადამიანებს შორისაა, რომლებიც "ინსტაგრამზე" პოპულარობით სარგებლობენ. სოციალურ ქსელში მას 193 ათსსი გამომწერი ჰყავს, რაც "ინსტაგრამის" ქართული აუდიტორიის გათვალისწინებით, მართლაც დიდი ციფრია.

ნინის სამოსი, სტილი, ყოველდღიური ცხოვრება - მის "ინსტაგრამზე" გულშემატკივრებს ყველანაირი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ. გარდა ამისა, მომღერალი ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს და პირად შეტყობინებებს, რის გამოც განსაკუთრებით უყვართ.

ნინიმ ამჯერად სოციალურ ქსელში თავისი ახალი იმიჯით მიიპყრო ყურადღება. მან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც მთელი სხეული მოხატული აქვს და პანკ-როკ სტილშია გამოწყობილი. მომღერალს ვარცხნილობაც შესაბამისი აქვს მსგავსი სტილით ნინი ფანებს არასდროს უნახავთ, სწორედ ამიტომ, მის ფოტოებს განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა.

ნინ, ეს რა უქენი შენს სილამაზეს?

ნინიიი, კინოროლია თუ ერთობი, მაგარია

მე მომწოონს. სულ სხვანაირი და უფრო მაგარი ხარ, რა ვქნა ესეა

ნინი იმედია ტატუ დროებითია. მიყვარხარ"

ნინი ულამაზესი გოგოა, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი. რომ ეს იმიჯი არ უხდება

ყველაფერი გიხდება, ამის გარდა - წერენ კომენტარებში.

მომღერლის თქმით, ეს სტილი მხოლოდ გადაღებისთვის მოირგო და არ აპირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მის გადმოტანას. დაათვალიერეთ ფოტოები

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@ninibadurashvili18/video/6862632767583210758" data-video-id="6862632767583210758" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@ninibadurashvili18" href="https://www.tiktok.com/@ninibadurashvili18">@ninibadurashvili18</a> <p></p> <a target="_blank" title="♬ kream bebiisan edition - bebiisan" href="https://www.tiktok.com/music/kream-bebiisan-edition-6826142791572228870">♬ kream bebiisan edition - bebiisan</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ნინიმ მსმენელს ახალი მუსიკალური კლიპი "გაზაფხულია" შესთავაზა. სიმღერა, რომელზეც მხიარული და ფერადი ვიდეორგოლი გადაიღეს, ზაფხულის ჰიტად იქცა.

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"

ქერემ ბურსინი: თურქი ვარსკვლავი, რომელიც ქალების უფლებებისთვის იბრძვის - როგორ ცხოვრობს და ვისთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა ქართველი თინეიჯერების ფავორიტ მსახიობს

"კარგად ჩანს, როგორ დაუნგრიეს ოცნებებით სავსე გოგონას ცხოვრება" - სერიალი The Crown, ეკრანზე "გაცოცხლებული" პრინცესა დიანა და მსახიობი, რომელმაც ბრიტანელების აზრი ორად გაყო