თითქოს მკერდის კიბოს სიმპტომების შესახებ ყველაფერი ვიცით, თუმცა მხოლოდ მანამ, ვიდრე პროფილაქტიკის მიზნით, მკერდის გასინჯვა არ მოგვიწევს. აი, მაშინ კი კითხვებში ვიკარგებით - რატომ მაქვს სიმაგრე? უნდა ვინერვიულო თუ არა კანზე გაჩენილი გამონაყარის გამო და კონკრეტულად რას უნდა მივაქციო ყურადღება? სწორედ ამ კითხვებმა შეაწუხა აქციის "გაიგე ლიმონის მეშვეობით" ავტორი და ახალგაზრდა დიზაინერი კორინ ბომონტი.
კორინის ორივე ბებია მკერდის კიბოთი 40 და 62 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. როდესაც მან თავად დაიწყო პირველ სიმპტომებზე ინფორმაციის ძებნა და სცადა გაერკვია, თუ რისთვის უნდა მიექცია ყურადღება, ძალიან მცირე საჭირო ინფორმაციას მიაგნო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა შეექმნა მარტივი სახელმძღვანელო სიმსივნის შესახებ. წაიკითხეთ გაგრძელება და იხილეთ ფოტო