რაც არ უნდა კარგი უთო შეიძინოთ, დროთა განმავლობაში მის ლაპლაპა ფსკერზე ნადები ან ნამწვი ჩნდება. არ ღირს ამ ზედაპირით თეთრეულისა და სამოსის გაფუჭება. გთავაზობთ უთოს გაწმენდის 6 მარტივ ხერხს.
1. წმენდა მარილით
მოამზადეთ სწორი ზედაპირი, დააფინეთ ქაღალდის სქელი ხელსახოცი. დაყარეთ მასზე ერთი სუფრის კოვზი მარილი, რაც უფრო მსხვილი იქნება მარილი, მით უკეთესი. ჩართეთ უთო და ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე დააყენეთ. ორთქლსაც ბოლომდე აუწიეთ.
დაიწყეთ მარილზე მისი გასმა. ნადები მარილს მიეკრობა, უთოს ზედაპირი კი გასუფთავდება. უთო მანამ უსვით მარილზე, სანამ ნამწვი მთლიანად არ გასცილდება.

2. წმენდა ძმრითა და მარილით
ქვაბში თანაბარი რაოდენობის ძმარი და მარილი მოათავსეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. მიიღებთ საწმენდ სითხეს, რომელსაც უსიამოვნო სუნი აქვს, თუმცა უთოს ეფექტურად გაწმენდს.
გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააგრილეთ სითხე. გამოიყენეთ თბილი, თითებზე არ უნდა "გკბენდეთ". წმენდისას ხელთათმანები გამოიყენეთ, რომ ხელებზე სუნი არ აგივიდეთ.
დაასველეთ ჩვარი ამ ხსნარში და შეუდექით ზედაპირის წმენდას. შეგიძლიათ ჯაგრისიც გამოიყენოთ, რომელსაც მეტალის ბოლოები არ ექნება. როცა დაასრულებთ, უთო ჩართეთ და რამდენჯერმე გაუსვით რაიმე ძველ ზედაპირზე.