თუ კვების პროცესი ბავშვისა და დედისთვის ნამდვილ სატანჯველს დაემსგავსა, რამდენიმე მარტივ და გონებამახვილურ ხერხს გთავაზობთ. ეს წერილი ერთ-ერთ ახალგარზრდა დედას ეკუთვნის, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა "უჭმელი ბავშვის სინდრომი" და მისი დაძლევის ხერხებსაც მიაგნო. ახლა ის მსგავსი პრობლემით შეწუხებულ სხვა დედებს უზიარებს გამოცდილებას.
"ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვის კვება ადვილი საქმე არ არის. ეს პროცესი მოთმინებას და გამომგონებლის ნიჭს მოითხოვს", - ხშირად ამ სიტყვებით იწყება ხოლმე სტატიები ბავშვთა კვების შესახებ. ალბათ ჩემს წერილსაც ასე დავიწყებდი, სანამ არ ვნახე, რა ოსტატურად ახერხებს ამას ერთ-ერთი ჩემი მეგობარი. ერთი წლის ბიჭი ჰყავს. ჩვენს ჭამის პროცესში ჩართული გვაქვს სათამაშოების მთელი არსენალი, ჩემი გამოხმოვანებითა და ყიჟინა-შეძახილებით, ხან თვითმფრინავი მოფრინავს, ხან მატარებელი და ხანაც სატვირთო მანქანაა დასაცლელი. ჩემს მეგობარს კი ბავშვის გამოსაკვებად სჭირდება მხოლოდ ბავშვი, საჭმლით სავსე თეფში და კოვზი. მის შვილს არაჩვეულებრივი მადა აქვს და დამატებასაც მხოლოდ იმიტომ არ ითხოვს, რომ ჯერ ლაპარაკი არ იცის. ჩემი ქალიშვილი კი ცოტას ჭამს და იმასაც უხალისოდ. ბევრ კერძზე საერთოდ უარს ამბობს და არც კი სინჯავს. ჯერ დავადგინე, რომელი საკვები მოსწონდა მეტ-ნაკლებად და შემდეგ კვების ეფექტური წესების შემუშავებაც ვცადე.
მეთოდი პირველი, ხალხმრავლობა
ჩემი გოგონა ხალხმრავლობის მოყვარულია. რაც მეტი ხალხია სამზარეულოში, მით უფრო ადვილად მიმდინარეობს კვების პროცესი. თუმცა დღეში სამჯერ სამზარეულოში ხალხმრავალი ტრაპეზის მოწყობა ძალიან ძნელია, რადგან ხალხის მხოლოდ სამზარეულოში ჯდომა არ აკმაყოფილებს, ყველანი მაინცდამაინც უნდა ჭამდნენ... განაგრძეთ კითხვა