"ამ კვირაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

"ამ კვირაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს დღეებში მოსალოდნელი მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს და "ფეისბუქით" სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:

"24 იანვრიდან 28-ის ჩათვლით მუშაობს ვენერას კვადრატი სატურნთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში შეფერხდება ფინანსური აქტივობები. არახელსაყრელი დროა ოფიციალური ვიზიტებისათვის სახელწიფო სტრუქტურებში გადასაწყვეტი საკითხების მოსაგვარებლად, ვინაიდან ამ პერიოდში შესაძლოა აუცილებელი გახდეს რაღაც დამატებითი თანხების გადახდა.

ეს ასპექტი ნაწილი ადამიანებისთვის ფინანსურ დანაკარგებზეც შესაძლოა რომ მიანიშნებდეს. ნუ ისესხებთ და ნურც გაასესხებთ ფულს, თუ ეს შეიძლება რამენაირად რომ მომავლისათვის გადაიდოს, რადგან თანხების დაბრუნება შესაძლოა არც ისე იოლი აღმოჩნდეს, როგორც ეს დღეს გეჩვენებათ.

პირად ურთიერთობებს სიცივე, გაუცხოების ელფერი დაჰკრავთ. შესაძლოა შექმნილი გარემო პირობების გამო იძულებითი დაშორება მოგიწიოთ თქვენთვის სასურველ ადამიანთან. დაშორების თემა შეეხება იმ ურთიერთობებსაც, რომლებიც არცთუ დიდიხნის დამყარებულია და გარკვეულწილად ილუზიებს უფრო ეყრდნობოდა, ვიდრე ახლადგაცნობილი ადამიანის რეალურ შეფასებას. ასევე ჩვენი რჩევაა, მოერიდეთ ასაკით უფროს და თანამდებობით ზემდგომ ადამიანებთან დაპირისპირებაში შესვლას.

საკმაოდ ხშირად მისვამენ კითხვებს სამედიცინო სფეროდან, ამიტომ ვიყენებ შემთხვევას და ახლა ვუპასუხებ იმ ადამიანებს, ვისაც სურს ოპერაციების დაგეგმვა ამ კვირაში. თუ ქირურგიული ჩარევები სასიცოცხლოდ აუცილებელი არაა, თავი აარიდეთ ქირურგიულ ჩარევებს 28 იანვრის ჩათვლით. ჯანმრთელობის თემიდან ასევე ხშირად კითხულობენ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარების მიზანშეწონილობაზე. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ აღნიშნული პერიოდი არც საამისოდ იქნება ხელსაყრელი. ზოგადად ეს დღეები ძვლოვანი და საყრდენ- მამოძრავებელი სისტემისათვის არაა სახარბიელო. თუმცა როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საკიითხებზეა საუბარი, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობა, მე ვფიქრობ, მაინც უმჯობესი იქნება ზოგად შეფასებასთან ერთად პირადი რუკაც ინახოს... ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მედალს ორი მხარე აქვს. რა შანსებს იძლევა მედლის მეორე მხარე ამ შემთხვევაში?

სატურნი ვენერას კვადრატის თავის სასარგებლოდ გამოყენება ხანდაზმულ ადამიანებს უფრო გამოსდით ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდებს. მეტსაც გეტყვით, ამ ასპექტის დროს ქორწინებაც კი ძალიან სტაბილური და ჟამგრძელია ხოლმე, თუკი ერთერთი ან ორივე პარტნიორი არც თუ ახალგაზრდაა, ან ქვრივი. ეს ასევე კარგი პერიოდი იქნება მათთვის, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ფიქტიური ქორწინების გაფორმება სურს.

ესეიგი არის მაინც დადებითი მოვლენების ალბათობაც. დიახ, არის. 28 იანვრიდან კი მარსი იცვლის მისთვის ძალიან არაკომფორტულ თევზების ნიშანს და საკუთარი მმართველობის ნიშანში - ვერძში გადადის...

ესეიგი ესეც ალბათ სასიკეთოდ აისახება ჩვენზე. მარსი ჩვენს აქტიობებს განაგებს და აქედან მოყოლებული ჩვენი ქმედებები ბევრად უფრო მოტივირებული და მიზანმიმართული გახდება. იწყება პერიოდი, როდესაც შესაძლებელი გახდება ჩვენს საქმიანობაში ახალი იდეები დავნეგოთ, თუმცა ამის გაკეთება უფრო 4 თებერვლის მერე უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ამ კვირაში. რადგან იქამდე ჯერ კიდევ მოქმედებს გარკვეული ხელისშემშლელი პირობები.

კიდევ? რას უნდა ველოდოთ, იმის გარდა, რაც უკვე ითქვა?

29 მერკურის შეერთება პლუტონთან აკვადრატებს ურანისა და იუპიტერის ოპოზიციას და კეთდება ტაუკვადრატი, რომელიც მეტად არასახარბიელო კონფიგურაციაა. მან შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და გაუგებრობები კომუნიკაციაში, შესაძლოა მედიით გაჟღერდეს რაღაც რეზონანსული ინფორმაცია, რომელიც სახელისუფლო ვერტიკალს ეეხება. ან პირიქით - მოხდეს მედიაზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან.

აქვე მინდა ვთქვა, 5 თებერვლის ჩათვლით ძალიან არახელსაყრელი პერიოდია ავიაციისათვის, კომპანიები ცხადია ასტრო ასპექტების გამო რეისებს არ თუ ვერ გადადებენ, მაგრამ ჩენს შეგვიძლია თავი შევიკავოთ ფრენისაგან. არის კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კვირაში - ესაა 28 იანვრის ახალმთვარეობა და და ასევე ამავე დღეს ცეცხლოვანი მამლის შემოსვლა. რატომ არის რომ ჩინური კალენდრით ახალი წელი ხან იანვარში უწევს და ხან თებერვალში, ესეც მთვარის ციკლზეა დამოკიდებული, უფრო ზუსტად კი რომ ვთქვათ - მზისა და მთვარის ციკლებზე".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს