ლეგენდა, რომელიც ჩინეთში ახალი წლის დადგომას უკავშირდება - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2017 წელს

ლეგენდა, რომელიც ჩინეთში ახალი წლის დადგომას უკავშირდება - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2017 წელს

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ჩინური ახალი წლის შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:

"რა პრინციპებს ეფუძნება აღმოსავლური ახალი წლის დადგომა, მოდით უფრო დაწვრილებით ავხსნი. ზამთრის მზებუდობის მერე, რიგით მეორე ახალმთვარეობა, ჩინური კალენდრით ახალი წლის ათვლის მომენტად მიიჩნევა. ეს დღე შესაძლოა მერყეობდეს 12 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში. წლევანდელი ახალი წელი, როგორც ვთქვით, 28 იანვარს ღამის 4:06-ზე დადგება.

თურმე, უხსოვარ დროში, ერთ-ერთ ჩინურ პროვინციაში ცხოვრობდა ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც მთელი წელი ეძინა, მაგრამ წელიწადში ერთხელ, ზამთრის მზებუდობის მეორე ახალმთვარეზე ის იღვიძებდა და არემარეს თავზარს სცემდა. მისი შიშით მოსახლეობა ახლომახლო სოფლებიდან მთებში იხვეწებოდა ხოლმე. ერთხელაც, სოფელში საიდანღაც მოხეტიალე ბერიკაცი მოვიდა და თავშესაფარი ითხოვა. მაგრამ მისთვის არავის ეცალა, რადგან სადაცაა ურჩხულს უნდა გაჰღვიძებოდა და ყველანი გასახიზნად ემზადებოდნენ. მოხუცსაც ურჩიეს წასულიყო სოფლიდან და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. მაგრამ მან მხოლოდ გაიღიმა და... დარჩა.

და როდესაც საღამოს მთელი წლის მოშიებული და გაავებული ურჩხული ცარიელ სოფელში შემოვიდა, ერთ-ერთი ქოხის კარი გაიღო და იქიდან ეს ბერიკაცი გამოვიდა. ბერიკაცს ძველი ტანსაცმელი გამოეცვალა, წითლად შემოსილიყო და შიშის ნაცვლად სახეზე დამცინავი გამომეტყველება აღბეჭდოდა; თურმე ამ ბერიკაცმა კარგად იცოდა ურჩხულის საიდუმლო, რომ მას წითელი ფერი არ უყვარდა. მეტიც, მან ისიც იცოდა, რომ ურჩხულს სიცილის ეშინოდა. და აი, წითლებში გამოწყობილმა მოხუცმა გაბედულად ხმამაღლა შეჰხარხარა ურჩხულს სახეში. და იცით რა მოხდა? ურჩხული უკანმოუხედავად გაიქცა. და მას მერე აღარც დაბრუნებულა.

რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვერ ვიტყვით, მართლა ეშინიათ თუ არა ურჩხულებს სიცილის ან წითელი ფერის. მაგრამ ამ ლეგენდიდან მორალი ისაა, რომ შიშს უნდა მუდამ თვალებში ჩახედო და ყველაფრის მიუხედავად გაიცინო! მხოლოდ ასე დაიძლევა შიში.

ასე იყო თუ სხვაგვარად, ითვლება, რომ სწორედ მას მერე ხვდებიან მთელს ჩინეთში ახალ წელს წითელ ტანსაცმელში გამოწყობილები, ბევრს იცინიან და ხმაურობენ. მეტი ხმაურისათვის, ანუ იმისთვის რომ ბოროტება კვლავ არ შემოეპაროთ, ისვრიან ხმაურიან მაშხალებს, რომელიც ამავდროულად სიბნელესაც ამარცხებს...

მართლაც საინტერესო ლეგენდაა, მაგრამ თვითონ მამალს როგორ შევეგებოთ?

წითელი ფერი ამ შემთხვევაშიც ძალიან შესაფერისია, რადგან წლევანდელი მამალი ცეცხლოვანი სტიქიის წარმომადგენელია. ასევე მისაღები ფერია მისთვის ოქროსფერიც. თუმცა ფერთან ერთად ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 28-ში მამლის შემოსვლას მოწესრიგებულები, გალამაზებულ-გამოპრანჭულები და მხიარულები შევხვდეთ. ტრადიციის თანახმად, როგორც შევეგებებით წლის გადგომას, ისე ჩაივლის ეს წელი ჩვენთვის.

და ძალიან მოკლედ, ვის როგორი წელი ელის, როგორი იქნება მამლის წელი ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის?

წლის ფავორიტები 2017-ში სასწორი, ქალწული და მორიელი იქნებიან, თუმცა ამ ორ უკანასკნელს შემოდგომიდან უფრო გაუმართლებთ, ვიდრე წლის დასაწყისში. წარმატებების სფერო მათთვის შესაძლოა იყოს ნებისმიერი, რაშიც ძალისხმევას ჩადებენ. უშრომელად კი მამალი არაფერს გამოიმეტებს.

პირველი ნახევარი პოზიტიური იქნება მერწყულებისთვისაც. გაუმართლებთ აგრეთვე ლომებს.

შემოდგომიდან, როგორც უკვე ვთქვი, ფორტუნა მორიელსა და ქალწულს გაუღიმებს და მათთან ერთად დაბალანსირებული ცხოვრების ერთწლიანი პერიოდი დაუდგებათ კირჩხიბებს, თევზებსა და კუროებს. თუმცა ზოგიერთი მათგანის ცხოვრებაში ისეთ მოვლენებსაც შეიძლება ჰქონდეთ ადგილი, რომლებიც კარმულად შეიძლება შეფასდეს.

მშვილდოსანსა და ტყუპებს ნოემბრის თვის ჩათვლით ჯერ კიდევ რთული პერიოდი აქვთ. ხოლო როგორც კი სატურნი თხის რქაში გადავა, უკვე შეძლებენ შვებით ამოსუნთქვას.

ვერძებისა და თხის რქების უმეტეობისთვის 2017 წლის პირველი ნახევარი ძირითადში ნეიტრალური იქნება. საინტერესო მოვლენები მათთან წლის მეორე ნახევარშია უფრო მოსალოდნელი", - წერს ნოელი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს