გადასაღებ მოედანზე შემთხვევით მსახიობი მოკლეს - რა მოხდა სინამდვილეში?

გადასაღებ მოედანზე შემთხვევით მსახიობი მოკლეს - რა მოხდა სინამდვილეში?

ავსტრალიური ჰიპ-ჰოპ ჯგუფის Bliss n ESO კლიპის გადაღებებზე მსახიობსა და დუბლიორს იოჰან ოფნერს ესროლეს. ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, იოჰანმა instagram-ზე ფოტო რეკვიზიტი გამოაქვეყნა. მაგიდაზე მოთავსებული იყო ორი იარაღი (როგორც ეგონათ, ყალბი), ფული და კარტი.

ერთ-ერთი სცენის გადაღებისას, როცა იოჰანს თითქოსდა ყალბი იარაღით ესვრიან, ის ნამდვილი გამოდგა. მსახიობს ტყვია მკერდში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გადამღები ჯგუფის წევრები ირწმუნებიან, რომ: "იარაღი ნამდვილი ტყვიებით იყო დატენილი, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა".

პოლიციის ინსპექტორმა, ტომ არმიტმა CNN-ს შეატყობინა, რომ გამოძიება გრძელდება. არმიტი ასევე ადასტურებს, რომ კლიპის გადაღებისას ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად იყო გამოყენებული განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს