პოპულარი მითები iPhone-ის დატენვის შესახებ

პოპულარი მითები iPhone-ის დატენვის შესახებ

ინტერნეტში ხშირად შეხვდებით რჩევებს და ინსტრუქციებს, თუ როგორ გაახანგრძლივოთ სმარტფონების ავტონომიური მუშაობის დრო.

როგორც წესი, მომხმარებლებს ურჩევენ გამორთონ Wi-Fi და LTE და განახლების ავტომატური ჩამოტვირთა გააკონტროლონ. ასეთ ინსტრუქციებს თან სდევს უამრავი მითი, რომლებიც გაჯეტების ავტონომიურობას უკავშირდება. ყველა რჩევას პრაქტიკული სარგებელი როდი მოაქვს, ხოლო ზოგიერთი მათგანი, პირიქით, სიტუაციას ამძიმებს.

წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარ მითებს iPhone-ის დატენვის შესახებ.

"დატენვამდე iPhone ბოლომდე უნდა "დაჯდეს"

ეს სიცრუეა. ნებისმიერი სმარტფონის ელემენტის ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი 40-დან 80 პროცენტამდეა. ბატარეის განზრახ ნულამდე დაყვანა საჭირო არ არის. ეს iPhone-ს ვნებს კიდევაც: ელემენტის სისტემატური დაცლა მას მწყობრიდან უფრო მალე გამოიყვანს.

"iPhone-ის ღამით დატენვა ელემენტს კლავს"

პოპულარული მითის თანახმად, თუ თქვენ ღამით დასატენად შეერთებულ ტელეფონს დატოვებთ, ეს ელემენტს "მოკლავს". ამ თეორიაში არის სიმართლის მცირე წილი, მაგრამ ის არ უკავშირდება ღამეს.

არსებობს თეორია, რომ ხანგრძლივი დატენვის გამო ბატარეა შეიძლება გადახურდეს და აფეთქდეს კიდეც. თვითაალების შემთხვევები ნამდვილად ხდება, მაგრამ დღე-ღამის პერიოდი და დატენვის ხანგრძლივობა ამაზე არანაირად არ მოქმედებს განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს