19 უჩვეულო მინიშნება ბავშვის აღზრდის საკითხში

19 უჩვეულო მინიშნება ბავშვის აღზრდის საკითხში

ბლოგერმა ჯოანა გოდერმა შეკრიბა მშობლების რჩევები, რომლებიც რეალურად უმსუბუქებენ ცხოვრებას და უმცირებენ სტრესს არა მარტო უფროსებს, არამედ ბავშვებსაც. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. თუ თქვენი შვილი დავარდა, პირველ რიგში ჰკითხეთ: "გეტკინა თუ შეგეშინდა?" უმეტესად ტირილის მიზეზი შიში უფროა, ვიდრე ტკივილი. თუ ასეა, მოუყევით ამბავი, როცა ზუსტად ასე დავარდით თქვენ, მამა ან სულაც ბაბუა. პატარებს უყვართ ასეთი ისტორიები. შემდეგ უფრო გაბედულები ხდებიან.

2. თუ ბავშვებთან ერთად მოგიწიათ მგზავრობა თვითმფრინავით, ერთი მშობელი იჯდეს ბავშვებთან ერთად, ხოლო მეორე სხვა ადგილას დაჯდეს. ყოველ 2 საათში ადგილი შეუცვალეთ ბავშვებს, ადვილად არ მოიწყენენ და უფრო გაგიადვილდებათ მგზავრობა.

3. თუ სადილის დროს გინდათ, რომ მიიქციოთ ბავშვების ყურადღება, დაიწყეთ წინადადება შემდეგნაირად: "მე ოდესმე მომიყოლია თქვენთვის ეს ამბავი?"

4. ისწავლეთ რამდენიმე მარტივი ცხოველის დახატვა, მაგ: ჩიტის, ბაყაყის, თვითმფრინავის, თოჯინის. ბავშვები ყოველთვის მოგთხოვენ მათ დახატვას.

5. წამმზომი ან ქვიშის საათი მშვენიერი მოტივატორია, როდესაც ბავშვმა უნდა შეიკრას ფეხსაცმლის თასმები, შეჭამოს საჭმელი ბოლომდე, დაალაგოს თავისი ოთახი, მოკლედ, გააკეთოს ყველაფერი დროულად.

6. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ბავშვთან "ჭიდაობა", ქურთუკის ჩაცმის დროს უბრალოდ უთხარით: "გამიშალე ხელი" - და ამის შემდეგ უბრალოდ ჩააცვით ქურთუკი... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს