ვინ არიან სინამდვილეში მინიონები - ბევრ ქვეყანაში მშობლები უკრძალავენ ბავშვებს ამის ყურებას

ვინ არიან სინამდვილეში მინიონები - ბევრ ქვეყანაში მშობლები უკრძალავენ ბავშვებს ამის ყურებას

მშობლებს გამოცდილი გვაქვს, როგორი აღტაცებით შეჰყურებენ ჩვენი შვილები საყვარელ მულტპერსონაჟებს. ვერც იმას უარვყოფთ, რომ საყვარელი პერსონაჟები გარკვეული დოზით გავლენას ახდენენ ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჩვევებსა თუ აზროვნების განვითარებაზე. ამიტომ მშობლისთვის ყოველთვის საინტერესოა პოპულარული მულტფილმების ერთგვარი ფსიქოლოგიური ანალიზი, რომლითაც ვიგებთ, თუ რა ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ამ მულტფილმებს ჩვენს შვილებზე.

ამჯერად ყველასთვის ცნობილ და ბევრისთვის საყვარლ მინიონებს შევეხებით. მათ შესახებ უცხოურ მედიაში არაერთხელ გამოქვეყნდა ფსიქოლოგთა შემაშფოთებელი განცხადებები. ვფიქრობთ, ქართველ მშობლებსაც დააინტერესებთ, რას წერენ მინიონებზე უცხორ პრესაში, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია.

როდის გამოჩნდნენ

2010 წლის ზაფხულის არდადეგებზე ეკრანებზე გამოვიდა მულტფილმი "საზიზღარი მე". ფილმში მოთხრობილია ბოროტმოქმედის შესახებ, რომლიც, გარემოებებიდან გამომდინარე, იძულებული იყო დროებით კეთილი გამხადრიყო. ამ მულტფილმის ძირითადი მოქმედი გმირები კი ამ ბოროტმოქმედის მხიარული დამხმარეები, მინიონები იყვნენ.

გაურკვეველ ენაზე მოსაუბრე მილიონობით ყვითელი პატარა კაცუნა საკმაოდ უცნაური და არაადეკვატური საქციელით გამოირჩევა. ამ კაცუნებმა მაშინვე მიიპყრეს მაყურებლის ყურადღება. შედეგად, ამ მულტფილმს მოჰყვა გაგრძელება, მინიონები იქცა ბრენდად.

თითქოს ამ ყვითელ პატარა კაცუნებში ცუდი არაფერი იყო. თუმცა მათით მალე დაინტერესდნენ მსოფლიოს ფსიქოლოგები.

ვინ არიან მინიონები?

ლეგენდის მიხედვით, მინიონები დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრების დროს არსებობდნენ. აშკარაა, რომ ისინი უკვდავები არიან. მათი ცხოვრების არსი მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს, ისინი ემსახურებიან ბოროტებას. ამა თუ იმ ბოროტმოქმედის მორჩილების გარეშე ისინი დეპრესიაში ვარდებიან. ისინი ეძებენ კონკრეტულ ბოროტმოქმედს, მთელი არსებით ემსახურებიან, აკერპებენ და ემონებიან მას. ეს არის მათი ცხოვრების მთავარი კრედო. ასე გრძელდება მათი კერპის გარდაცვალებამდე, ამის შემდეგ ეძებენ ისევ ახალს და სქემა მეორდება. მინიონებს ვერ დავარქმევთ ერს, რადგან ისინი არ მრავლდებიან, მათ არ ჰყავთ მოხუცები, ქალები და ბავშვები... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს