საქართველოში ღვინოს ოდითგანვე სულისა და სხეულისთვის მარგებელ სასმელად აღიქვამდნენ. სხვა მრავალი დანიშნულების გარდა, მას სისხლნაკლულობის, სისუსტისა და უმადობის წამლადაც იყენებდნენ. ყანაში წასული გლეხი, სამწყესად წასული მესაქონლე თუ სამუშაოდ წასული ხელოსანი მძიმე შრომას ღვინით იმსუბუქებდა. დიდმარხვაში მრევლიც და საეკლესიო პირებიც ღვინოში ჩამბალ პურს, ე. წ. ბოღლიწოს მიირთმევდნენ. ძველ ღვინოს ასმევდნენ მეძუძურ ქალებს და მცირე დოზებით ჩვილ ბავშვებსაც.
შეძლებული ხალხი ახალშობილს ღვინოში განბანდა. განაგრძეთ კითხვა