ავტორი:

ხვალიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება - ნახეთ, ბადრი ვადაჭკორიას ულამაზესი ფოტოები

ხვალიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება - ნახეთ, ბადრი ვადაჭკორიას ულამაზესი ფოტოები

15 ივლისს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება.

„დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი იქნება“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტოგრაფმა ბადრი ვადაჭკორიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარკში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, მათზე ის ცხოველები და ფრინველებია ასახული, რომლებიც პარკში ბინადრობენ - ხალებიანი ირმები, ფლამინგოები, ლემურები და ა.შ

"სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად გუშინ 31 მაისს გახლდით...15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და დაათვალიეროთ ეს მართლაც უნიკალური, დასასვენებელი და ჰორიზონტ გასაფართოებელი პარკი... რაც მთავარია შესვლა სრულიად უფასო იქნება!!!" - წერს ვადაჭკორია.

ცნობილი ფოტოგრაფის ობიექტივში ის ხეებიც მოხვდა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი წლებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დენდროლოგიურ პარკში ეზიდება.

"ეს კი ის ხეები გახლავთ, რომელთა ნაწილის არსებობაც არავის გაუგია იმათ გარდა, ვინც შიშით შეჰყურებდა გიგანტურ ხეს თავის ეზოში და ლოცულობდა "არ მოსტყდეს და არ დაგვეცეს თავშიო". ამასობაში ამ გიგანტური ხით დაინტერესდა ერთი უცნაური პიროვნება და უზარმაზარი თანხაც გადაუხადა მუდამ შეშინებულ ხის მეპატრონეს.

ეს ისე ისტორიისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ, უმადურ ხალხს გვენახა გიგანტური ხეების სიდიადე და აღგვექვა თუ რა მცირეები ვართ ბუნებასთან შედარებით, მე თვითონ ძალიან მიყვარს სიდიადე ამ გიგანტების და ამიტომაც რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ვიმოგზაურე სწორედ საქვოიების სანახვად და გადასაღებად..." - წერს ბადრი ვადაჭკორია ფოტოების კომენტარში.

ცნობისთვის, მსურველებს პარკის დათვალიერება უფასოდ შეეძლებათ.

რაც უფრო მსუქნებია მინისტრები, მით მეტად გამხდრები არიან რიგითი მოქალაქეები - რა კავშირია ჭარბ წონასა და კორუფციას შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში?

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში