თუ მიუხედავად ექიმების ჩარევისა, დაავადებას ვერ კურნავთ, გამოიყენეთ ძველებური, მაგიური მეთოდი - თასმის გასკვნა.
რიტუალი შეასრულეთ მილეულ მთვარეზე. დაგჭირდებათ ნატურალური, შეუღებავი ქსოვილი.
თასმა რაც შეიძლება ახლოს მიიტანეთ სხეულის იმ ნაწილთან, სადაც გტკივათ და დაიწყეთ თასმის გასკვნა - ვიდრე ერთ დიდ შეკვრას არ მიიღებთ.
ამასთან, გასკვნისას წაიკითხეთ შემდეგი სიტყვები:
მე ჩემს დაავადებას თასმაზე ვამაგრებ,
მე ჩემს დაავადებას თასმაზე ვსკვნი,
მე ჩემს დაავადებას თასმაზე ვკვანძავ,
მე ჩემს დაავადებას თასმას ვატან,
მე ჩემს დაავადებას თასმაზე ვაფიქსირებ,
მე ჩემს დაავადებას თასმაზე ვაბამ,
დაავადება თასმაზე - ჯანმრთელობა მე.