"თებერვალში მზისა და მთვარის დაბნელებები გველის... სირთულეები იმატებს" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

"თებერვალში მზისა და მთვარის დაბნელებები გველის... სირთულეები იმატებს" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს დღეებში მოსალოდნელი მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს და "ფეისბუქით" სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:

"დაიწყო თებერვალი, ზამთრის მეორე თვე. რომელიც იმით იქნება გამორჩეული, რომ ამ თვეში მზისა და მთვარის დაბნელებები გველის. ეს თებერვალს რაღათქმაუნდა სირთულეებს მატებს. თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ გვაქვს მთელი დეკადა, და ჯერ ამ პერიოდზე ვისაუბროთ. რას მოგვიტანს ეს დღეები, რა ასტროლოგიური ტრანზიტები გველის წინ და რაც მთავარია, როგორ ზეგავლენას იქონიებენ ისინი ჩვენზე.

უკვე ხვალიდან ვენერა გადავა ვერძის ნიშანში, სადაც 3 აპრილამდე დარჩება. ასტროლოგიური ტერმინი რომ ვიხმაროთ, აქ ის გაძევებაშია ანუ თავს დისკომფორტში გრძნობს. ამ მდებარეობის გამო თანამშრომლობის საკითხებში და ფინანსური სფეროში მოსალოდნელია კრიზისული სიტუაციები. ვენერას მამრობითი სწყისის მქონე ნიშანში განსაკუთრებით არასახარბიელოდ მოქმედებს მდებარეობა ქალებზე, რომლებიც თავს ამ პერიოდში დაუცველად, და ან დაუფასებლად აღიქვამენ. ნებისმიერი წვრილმანი, რასაც სხვა დროს ყურადღებასაც კი არ მიაქცევდნენ, ახლა შესაძლოა მძაფრი რეაქციის მიზეზი გახდეს. ამიტომ, მამაკაცებო, დაუკვირდით თქვენს ქმედებებს, და სიტყვებს. ქალებს ასტროლოგები მოვუწოდებთ, ნუ ივლიან მარტოკა ღამის საათებში, ასევე ნუ შეეცდებიან რადიკალური ექსპერიმენტების ჩატარებას და გარეგნობაში ცვლილებების შეტანას. თუმცა ეს ალბათ მამაკაცებსაც ეხებათ, რადგან ეს პერიოდი არამხოლოდ სალონში ვიზიტებისთვისაა არასახარბიელო, არამედ ტატუირების ან პირსინგის გასაკეთებლადაც. სიფრთხილე საჭიროა ხარჯვისასაც, რათა ჩვენი შენაძენები არ იყოს დაუფიქრებელი, იმპულსური და წუთიერ "" მინდას"" დაქვემდებარებული.

თუმცა მეორეს მხრივ, საქმიანი ქალბატონებისათვის ვენერას ვერძის ნიშანში მოძრაობის პერიოდი შესაძლოა ბიზნესის თემა უფრო აქტიური გახდეს და მაღალი რეზულტატებიც მოიტანოს. ვენერა ხომ სასიყვარულო სფეროსაც მართავს, ვნახოთ, აქ როგორ იქნება საქმე: სასიყვარულო ურთიერთობებს რაც შეეხება, აქ ცოტა უფრო იოლად იქნება საქმე რადგან 31 იანვრიდან ვენერა, რომელიც ქალური საწყისის, სინაზის და სიყვარული გამოხატულებაა, უერთდება მარსს, რომელიც თავისმხრივ სექსუალურ ლტოლვას და მამრობით საწყისს განსაზღვრავს. ეს ასპექტი 11 თებერვლის ჩათვლით იმუშავებს და ვინაიდან ორი ლიბიდო პლანეტის შეერთება წყვილებს ხელს უწყობს ურთიერთგაგებაში, ეს დრო შესანიშნავი იქნება ახალი ურთიერთობის წამოსაწყებადაც და უკვე არსებული კავშირების განსამტკიცებლადაც.

თანაც ამას ემატება ისიც რომ 3 თებერვლიდან ჩაირთვება და 19 რიცხვის ჩათვლით იმუშავებს მზე- იუპიტერის ტრინი . ამ ასპექტის ხელშეწყობით შესაძლებელი გახდება ახალი წამოწყებების განხორციელება განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებში, ასევე ინფორმაციული კუთხით მუშაობაში სიახლეების დასანერგად. ეს ის პერიოდია, როდესაც თამამად შეგიძლიათ მიაკითხოთ ზემდგომ ინსტანციებს, დაიწყოთ თანამშრომლობა უცხოურ ფირმებთან, მოამზადოთ საბუთები საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, მაგრამ იჩქარეთ, რადგან იუპიტერი 6 თებერვლიდან უკუსვლით დაიწყებს მოძრაობას. აქედან მოყოლებული 10 ივნისის ჩათვლით ის შეაფერხებს სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტას, უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებს, ექსპორტს, ტურიზმს, საერთაშორისო ურთიერთობებს. არახელსაყრელი დროა სწავლის დასაწყებად. გაუმართლებელი იქნება ამ პერიოდში გატარებული საკანონმდებლო რეფორმები და ნორმატიული აქტებიც, რომლებიც შემდგომში აუცილებლაად მოითხოვენ ხელახალი ცვლილებების გატარებას.

შეფერხებები ექნებათ სოციალური სტატუსის გასაფართოვებლად მოწოდებულ ნებისმიერ ქმედებებს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც პირად რუკაში იუპიტერი დირექტული ჰყავთ.

მაგრამ მათთვის ვისაც ეს პლანეტა რეტროგრადული ჰყავს, სწორედ ახლა დგება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადმის დრო. და ბოლო- 7თებერვლიდან მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადავა სადაც 25 თებერვლის ჩათვლით იმოძრავებს. ეს პერიოდი გამორჩეული იქნება არასტანდარტული იდეების სიუხვით. თუმცა ამავდროულად ჩვენი გეგმები შესაძლოა სრულიად მოულოდნელად შეგვეცვალოს. იმისთვის რომ მათი განხორციელება უფრო იოლად შევძლოთ, უმჯობესი იქნება მეგობრების ან თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ვიმოქმედოთ. ესეიგი, თუ შევაჯამებთ, საკმაოდ პოზიტიური კვირა გამოგვდის", - წერს ნოელი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს