საქმიანი ქალის 5 საუკეთესო სტილი

საქმიანი ქალის 5 საუკეთესო სტილი

დამოუკიდებელი, საქმიანი, თავდაჯერებული, ძლიერი, გლამურული, სექსუალური - ოლივია პოუპს აქვს ყველა მახასიათებელი, რაზეც ნებისმიერი თანამედროვე ქალი იოცნებებდა.

ცნობილი ამერიკული პოლიტიკური დრამის "სკანდალის" მთავარი გმირი, რომლის როლსაც პოპულარული მსახიობი კერი ვაშინგტონი ასრულებს, ბევრი ქალისთვის სამაგალითოა. ბრენდული სამოსი, მდიდრული ჩანთები, საუკეთესო ფეხსაცმელი და მოდური აქსესუარები - ოლივია პოუპი სახლში თუ გარეთ თვალისმომჭრელად გამოიყურება. გთავაზობთ 5 საუკეთესო სტილს, რომელიც ნებისმიერ საქმიან ქალს გამოადგება. შეგიძლიათ ისწავლოთ ოლივიასგან...

1. Max Mara-ს პალტო და Prada-ს ჩანთა

ქაშმირის სპილოსძვლისფერი პალტო, რომელიც ტელეშოუს მსახიობების ერთ-ერთი მთავარი დიზაინერული ბრენდის Max Mara-ს კოლექციიდანაა, არაჩვეულებრივადაა შეხამებული "პრადას" ჩანთასთან. თუმცა, ალბათ გაინტერესებთ, რა დევს ჩანთაში, რომელიც სერიალის მთავარ გმირს უჭირავს? - "ფურცლები, კალმები, ტელეფონი და ბოთლით წყალი, რომ ჩანთას კარგი ფორმა მისცეს" - გაამხილა კერი ვაშინგტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

2. Alexander McQueen-ის პიჯაკი

"ამ სერიაში ოლივია რთული მომენტის წინაშე დგას, ისეთის, რომელსაც თავი თავად უნდა გაართვას. გვინდოდა, ის ემოციურად დახურული ყოფილიყო და სხეული არ გამოსჩენოდა, ამიტომაც შევაჩერეთ არჩევანი ამ სტილზე" - ამბობს "სკანდალის" მთავარი დიზაინერი ლინ პაოლო.

3. Escada-ს კაბა

"შავ-თეთრ ფერებზე ჩვენ ხშირად ვთამაშობთ სერიალში, რადგან ეს განასახიერებს მის კონფლიქტს საკუთარ თავთან: კარგი ვარ თუ ცუდი? რა ჩავიდინე? ჩემი საქმეა, მოვყვე ამბავი სამოსით. ეს კაბა ზუსტად ასახავდა მაშინ ხასიათს - ქალური და რომანტიკული, თუმცა ამასთან მკაცრი ფორმითა და სილუეტით"

4. პიჯაკი - Akris Punto, შარვალი - Armani

საქმიანი, თავდაჯერებული ქალისვის მთავარია ჰქონდეს საკუთარი სტილი - ინდივიდუალიზმი აუცილებელია. "ოლივიას სამოსი არასდროს არის ერთიანი კოსტიუმი. მისი იმიჯისთვის ერთმანეთს ვუხამებთ სხვადასხვა სტილსა და ფერს. ასე ვცდილობთ მისი სტილი შევქმნათ"

წაიკითხეთ: 7 შთამაგონებელი ფრაზა, რომელიც ყველა ქალს დაარწმუნებს საკუთარ ძალებში

5. სვიტერი - Donna Karan, პიჟამა - La Perla

...და რა თქმა უნდა, ნამდვილი ქალი სახლშიც არ უნდა ივიწყებდეს საკუთარ სტილს. "სახლი ის ადგილია, სადაც ოლივია პოუპი ყველაზე ნაკლებ დროს ატარებს, ამიტომ სახლში ყოფნა რიტუალივითაა: მსუბუქი ჩასაცმელი, პოპკორნი, ღვინო... ეს ის სამოსია, რომელსაც თქვენც სიამოვნებით ჩაიცმევდით..."

ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 18:00 საათზე #ჩაუჯექი "სკანდალს" GDS-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს