რა გახდა ლანჩხუთში წლის და სამი თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი - სამედიცინო ცენტრის პედიატრის კომენტარი

რა გახდა ლანჩხუთში წლის და სამი თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი - სამედიცინო ცენტრის პედიატრის კომენტარი

წლის და სამი თვის მარიამ ვასაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ლაჩხუთის სამედიცინო ცენტრის პედიატრი ბორის ბურძგალა განმარტებას აკეთებს. როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბავშვის გარდაცვალების მიზეზთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"შაბათი დღე იყო, მე ლანჩხუთის რეგიონული ცენტრიდან შვებულებაში ვიყავი, ბავშვის დედა ჩემი სოფლელია. დამირეკა და მითხრა, რომ ოთხი დღეა ჩემს ბავშვს მაღალი სიცხეები, ღებინება და კუჭის აშლილობა აღენიშნებაო. ვუთხარი, რომ ასეთ ბავშვს ბინაზე ვერ გავაჩერებ და უნდა წავიყვანოთ სტაციონარში. შემდეგ გაირკვა, რომ ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა ვიღაც სხვა ექიმი. დაახლოებით 10-ის ნახევარზე წავიყვანეთ ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში. მე რომ მოვუსმინე ანთება ჰქონდა ორივე მხარეს და რენტგენზე წავიყვანე, რამაც ჩემი ვარაუდი დაამტკიცა, დანიშნულება დავუწერე, ექიმს გადავეცი და წავედი, ჩემგან რა უნდათ? ბავშვის გადაყვანა ჩემი მოვალეობა არ იყო. იმას უნდა გადაეყვანა, ვინც ჩაიბარა ბავშვი. მე მას, როგორც ჩემი სოფლის მკვიდრს გავყევი. მერე გავიგე, რომ სისხლი აღებინა", - აცხადებს პედიატრი ბორის ბურძგალა.

2014 წელს ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში წლის და სამი თვის მარიამ ვასაძის გარდაცვალების გამო, ოჯახის წევრები მკურნალი ექიმების დასჯას ითხოვენ. გარდაცვლილის დედის ნათია ღლონტის თქმით, ბავშვს სათანადო მკურნალობა დროულად არ ჩაუტარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ადვოკატი პაატა შავაძე კი აცხადებს, რომ აჭარის პროკურატურა საქმის გამოძიებას სპეციალურად აჭიანურებს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა