მოგენატრათ კლასიკური "სნეიკის" თამაში? მალე შეძლებთ სურვილის ასრულებას, თუ გავრცელებული ხმები "ნოკიას" დაბრუნების შესახებ სიმართლე აღმოჩნდება. "ნოკიას" მოდელის 3310-ს განახლებული ვერსიის შესახებ განცხადებას ელიან მსოფლიოში უმსხვილესი მობილური ინდუსტრიის შეკრებაზე.
მობილურების ბაზრის ფავორიტი - "ნოკია" მას შემდეგ ჩაიძირა, რაც გადაწყვიტა "ვინდოუსის" ოპერატიული სისტემის მქონე მობილურებისთვის დაეჭირა მხარი. ანდროიდ სისტემებთან კონკურენციაში ფირმის აქტივები 2014 წელს "მაიკროსოფტმა" იყიდა. მაგრამ ფინური კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია "ნოკიას" უახლეს მოდელებზე, "ეიჩ-ემ-დი გლობალი" იმედოვნებს, რომ ნოსტალგიით აღვსილი მომხმარებელი მათ ახალ პროდუქტს შეიძენს.
ახალი 3310 მოდელი, სავარაუდოდ, 59 დოლარი ეღირება. გარდა ამისა, "ნოკია" კიდევ სამ მოდელს წარმოადგენს.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo