"სუხიშვილების" მოცეკვავის ორიგინალური ბიზნესი - ბაფთები ხისგან

"სუხიშვილების" მოცეკვავის ორიგინალური ბიზნესი - ბაფთები ხისგან

ხის პროდუქტები ქართულ ბაზარზე პოპულარობას იხვეჭს. სათვალეები, საათები, ჩანთები და ა.შ. ამ სიას ახალი აქსესუარი შეემატა, ნატურალური ხისგან დამზადებული ბაფთები. ბაფთებს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე დავით ჭანიშვილი ამზადებს. სტარტაპის იდეა თავად მას ეკუთვნის, ასისტენტობას კი მეგობარი - პაპუნა ნუცუბიძე უწევს. ბიზნესი ჯერ ახალი დაწყებულია, პირველი ნიმუშები სოციალური მედიით გავრცელდა 31 დეკემბერს, თუმცა ხალხის ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა.

"არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას, თავიდან მხოლოდ ჩემთვის ვფიქრობდი ამ ნივთების შექმნას, თუმცა შემდეგ გასაყიდადაც გადავწყვიტე გამოტანა. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, ამიტომ ბავშვობის მეგობარს ვთხოვე დამხმარებოდა. ახლა უკვე ვხედავთ, რომ ყველას მოსწონს რასაც ვაკეთებთ", - ამბობს დავითი.

კომპანიის სახელი Mister Two გახლავთ. ბაფთები კეთდება როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ძირითადად ბიჭები კაკლის და წითელ ხეებს იყენებენ. ნივთები ანტიალერგიულია, რაც ბავშვებისთვისაც უსაფრთხოს ხდის პროდუქტს. "თითოეული ნივთი ხელნაკეთია და ვცდილობთ მომხმარებელს უნიკალური პროდუქტი შევთავაზოთ. ამასთან, ვცდილობთ ხელმისაწვდომი ფასი დავადოთ", - ამბობს დავითი. დღეისთვის ბაფთების ფასი 40-დან 60 ლარამდე მერყეობს. არის სპეციალური შეკვეთებიც, რომლის ფასიც 100 ლარამდეა. მალე ბიჭები აპირებენ ხის ჰალსტუხებიც გამოუშვან. მათი პროდუქციის ყიდვა ფეისბუქ-გვერდზეა შესაძლებელი.

დაათვალიერეთ მეტი ფოტო georgianjournal.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს