ავტორი:

ჭინჭარი - ანთება, ანემია, დიაბეტი, გასტრიტი და კიდევ ათეული დაავადება, იმკურნალეთ მარტივად

ჭინჭარი - ანთება, ანემია, დიაბეტი, გასტრიტი და კიდევ ათეული დაავადება, იმკურნალეთ მარტივად

ჭინჭრის სასიკეთო თვისებები ფართოდაა ცნობილი. ეს მცენარე უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მას იყენებენ როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა სამკურნალო ბალახებთან ერთად.

ჭინჭრისგან ამზადებენ ჩაის, სალათებს, წვნიანებს, რაგუს, ჩვენში განსაკუთრებით პოპულარულია ჭინჭრის მხალი.

ჭინჭრის ნაყენი რეკომენდებულია თმის ცვენის დროს.

ჭინჭრის ჩაი შველის სხვადასხვა დაავადებას:

  • ანემია

ერთი ჩაის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5 წუთით. გადაწურეთ და დალიეთ პატარა ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში შემდეგი სქემით:

პირველი დღე - 1 ჭიქა ჭინჭრის ჩაი.

მეორე დღე - 2 ჭიქა.

მესამე დღე - 3 ჭიქა.

მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში სვით 3 ჭიქა ჭინჭრის ჩაი.

შემდეგ ჩაის მოცულობა ნელ-ნელა შეამცირეთ.

შეისვენეთ ორი კვირით და საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ იმავე სქემით.

თუ შესაბამისი ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ მდგომარეობა ნორმალურია, შეგიძლიათ დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა ჭინჭრის ჩაი დალიოთ.

  • სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად

2 სადილის კოვზ ჭინჭრის ხმელ ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მაწონი, კარგად მოურიეთ და მიირთვით ჭამის წინ. მკურნალობის კურსი შადგენს ორ კვირას. შემდეგ 10 დღით შეისვენეთ და გაიმეორეთ ორკვირიანი კურსი.

საუკეთესო შედეგი მიიღწევა 5 კურსის შემდეგ, 10-დღიანი შესვენებები აუცილებელია.

Fuckup Nights Tbilisi ახალი კონცეფციით, ახალი დიზაინით და ბევრი საინტერესო სიახლით ბრუნდება

"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!