ავტორი:

"ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... მინდა, რომ სამუშაოს საშუალება მომცენ, არ მჭირდება არანაირი დახმარებები"

"ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... მინდა, რომ სამუშაოს საშუალება მომცენ, არ მჭირდება არანაირი დახმარებები"

"მინდა, რომ სამუშაოს საშუალება მომცენ და არ მჭირდება არანაირი დახმარებები, ჯერ ეს ერთი 200 ლარი არავის არ ეხმარება. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს 200 ლარი დაეხმარა", - ამის შესახებ მუსიკალურმა პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა "ტვპირველის" ეთერში განაცხადა:

"ნამდვილად არ ვაპირებ იმ სოციუმში დაბრუნებას რაშიც ვიყავი. იმ სოციუმში დაბრუნება არის შეუძლებელი, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ამ ვირუსის ყველაზე კარგი მოკავშირეა უიმედობა, დეპრესია, ფსიქოზი, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ხდებოდა სამი თვის განმავლობაში.

დღეს ჩემს მეგობარს მივაკითხე, ნანკა კალატოზიშვილს, სამი თვე სახლიდან არ ჩამოდიოდა, იმდენი რამე ჰქონდა მოფარებული, მარტო თვალები უჩანდა. ძალიან ცხელოდა, რა ვქნაო, მეშინიაო.... და ახლა წარმოიდგინე რას გვეუბნებიან, რომ ისევ ვიკეტებით და როდემდე? ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა, რომ გაიძახინა სოციალური პასუხისმგებლობაო, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და რასაც სახელმწიფო მეუბნება ვასრულებ, მაგრამ იმაზე რომ ვიფიქრო, შეიძლება სიმპტომები არ მქონდეს და მაინც რაღაც მჭირდეს, შეიძლება გავრეკო", - აცხადებს მუსიკალური პროდიუსერი კახა მამულაშვილი

როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად? - "შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი"

ვინ არის კიმ კარდაშიანის ფავორიტი ქართველი ინფლუენსერი, რომელმაც ამერიკული ოცნება აიხდინა - "მთავარია, ადამიანმა შეხედოს ყველაფერს ყუთის მიღმა"

30%-იანი ფასდაკლება Fisher price და Baby clementoni-ის სათამაშოებზე ჯი პი სი - ში არ გამოგრჩეთ, მშობლებო!