კოსმონავტი ტაძარზე - საიდუმლო დეტალები ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებზე

კოსმონავტი ტაძარზე - საიდუმლო დეტალები ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებზე

ხანდახან, ძველებური ეკლესიებისა და ტაძრების დათვალიერებისას, ფასადზე უცნაური ბარელიეფები გვხვდება, რომლებიც შენობის არქიტექტურულ სტილს სრულებით არ შეესაბამება.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ მაგალითს.

სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარი (ფლორენცია, იტალია)

ამ სახელგანთქმული ტაძრის კედლები სავსეა შეუმჩნეველი დეტალებით. მაგალითად შენობის დასავლეთ კედელზე ქვის ხარის თავია. არავინ იცის, საიდან გაჩნდა ის შენობაზე, მაგრამ არსებობს საინტერესო ვერსია.

ლეგენდის თანახმად, XV საუკუნეში ტაძრის მშენებლობის დროს, ერთ-ერთმა კალატოზმა მდიდარი მოვაჭრის ცოლთან გააბა ურთიერთობა. მოვაჭრემ გაიგო ამის შესახებ და საჩივარი საეკლესიო სასამართლოში შეიტანა. ამის საპასუხოდ კალატოზმა ხარის თავი მოამზადა და შენობის კედელზე ისე დაამაგრა, რომ რქიანი ხარი პირდაპირ მოვაჭრის მაღაზიას უყურებდეს.

ვაშინგტონის კათედრალური ტაძარი (აშშ)

აშშ-ში ანგლიკანური ეკლესიის მთავარი ტაძარი, მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ადგილს იკავებს. მისი მშენებლობა 83 წელი გრძელდებოდა - 1907-იდან 1990 წლამდე. შენობა უხვად არის მორთული ჩუქურთმებით, ფრესკებითა და მოზაიკით, ანგელოზებისა და ქიმერების ფიგურების რაოდენობა კი 400 აღემატება. ჩრდილო-დასავლეთ კოშკზე კი დართ ვეიდერის თავის ნახვა შეგიძლიათ.

ახალი ტაძრისთვის ქიმერის საუკეთესო ესკიზის წარმოსადგენად საბავშვო კონკურსი ჩატარდა და ერთ-ერთი გამარჯვებული "ვარსკვლავური ომების" გმირის ნახატი გახდა, რომელიც ნებრასკას შტატის მცხოვრებმა ბიჭუნამ გამოაგზავნა. როგორც ჩანს, კონკურსის ხელმძღვანელებმა დართ ვეიდერი ქიმერის ნაირსახეობად ჩათვალეს. წაიკითხეთ გაგრძელება +PHOTO

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს