კარიკატურისტ ზალიკო სულაკაურსა და მის მეუღლეს ნინო განუგრავას 1 მარტს გოგონა შეეძინათ. პატარას თებრო დაარქვეს. ახალშობილის ფოტო ნინო განუგრავამ ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა, წარწერით:
"მოკლედ ასე.. ესეც თებრო
ძალიანაც რომ გვინდოდეს ყველას სათითაოდ ვერ გადაგიხდით მადლობას იმდენი თბილი და ტკბილი სურვილი დაგვხვდა.. ამხელა ამბავს მართლა არ ველოდით... ჰოდა ასე ერთად.. ყველას.. ძალიან დიდი მადლობა.. აი ცამდე და იმის იქით.. ამდენი კეთილი სურვილი დარწმუნებული ვარ ჰაერში ტყუილად არ გაიფანტება.. ასე რომ ზუსტად ვიცი.. კარგად იქნება ეს ბროშკა გოგო".
