25 საოცარი ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ, რომელიც არ იცოდით

25 საოცარი ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ, რომელიც არ იცოდით

25 საოცარი ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ ჩვენს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებში:

1. ადამიანს გული რომ ამოაცალო, მცირე დროის მანძილზე გულისცემა არ შეწყდება, რადგან გულს თავის ელექტრული სისტემა აქვს, რაც აგრძელებს მისთვის ჟანგბადის მიწოდებას.

2. მუცლის მჟავა იმდენად ძლიერია, რომ სხეული ახალ მუცლის გარსს იკეთებს სამ-ოთხ დღეში.

3. ადამიანის ცხვირს შეუძლია 50 000 უნიკალური სურნელის ამოცნობა.

4. ცემინება საათში ასი მილი სიჩქარით ხდება.

5. სისხლძარღვების საერთო ოდენობა 60 000 მილის ტოლია, რაც საკმარისია დედამიწის ეკვატორს ორნახევარჯერ შემოარტყას წრე.

6. ყოველდღიურად გული წარმოქმნის იმხელა ენერგიას, რაც საკმარისია სატვირთო მანქანის 20 მილის მანძილზე გადასაადგილებლად.

7. საშუალოდ, ადამიანს კანი ცვივა იმ ოდენობით, რომ 70 წლის ასაკისთვის, ამ კანისგან პატარა ადამიანის შექმნაა შესაძლებელი.

8. თუ მოწმენდილ ცაში ახედვისას შეგიძლიათ ანდრომედას დანახვა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი თვალები იმდენად მგრძნობიარეა, რომ მათ შეუძლიათ გაარჩიონ სინათლის შუქი, რომელიც 2.5 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული დედამიწას.

9. დამთქნარების სიხშირე შესაძლოა 80 დეციბელზე ავიდეს. 85 დეციბელი ხმაური კი ადამიანის ყურისთვის სერიოზული ზიანის მომტანად ითვლება.

10. ადამიანი ცხოვრების მანძილზე საკმარის ნერწყვს გამოიმუშავებს, რომ ორი აუზი აავსოს.

11. ადამიანი შედგება 7 ოქტალიონი ატომისგან...

12. ...და ყოველი ეს შვიდი ოქტალიონი ატომი მილიარდი წლისაა.

13. ნეირონები 150 მილი საათი სიჩქარით ენთებიან.

14. ადამიანის გულისცემა იცვლება და იმეორებს იმ მუსიკის ტემპს, რომელსაც უსმენს.

15. ადამიანის ტვინი სიფხიზლის ჟამს გამოიმუშავებს იმდენ ენერგიას, რომ ერთი ნათურა აანთოს.

16. ადამიანის ძვალი ლითონზე ძლიერია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის 31 პროცენტით წყლისგან შედგება.

17. ადამიანის თვალი რომ ციფრული კამერა იყოს, 576 მეგაპიქსელი იქნებოდა.

18. ამასთან, თვალს შეუძლია 10 მილიონი ფერის გარჩევა.

19. ცხოვრების მანძილზე ტვინს შეუძლია 1 კვადრილიონი ინფორმაციის ნაწილაკები შეინახოს.

20. ცხოვრების მანძილზე გული 1.5 მილიონ გალონ სისხლს ქაჩავს.

21. ორგანიზმი საათში 180 მილიონ წითელი სისხლის უჯრედებს წარმოქმნის.

22. ნორმალური ფეხმძიმობა ცხრა თვეს გრძელდება, მაგრამ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფეხმძიმობა 12.5 თვიანი იყო.

23. ფეხმძიმობის დროს თუ დედის ორგანო დაზიანდება, ბავშვი უჯრედებს უგზავნის, რომ დაზიანებული ორგანო აღდგეს.

24. ერთი ნაბიჯის გადასადგმელად 200 კუნთის მოქმედებაა საჭირო.

25. მკვლევარებმა ჭიპში 1 458 ახალი სახის ბაქტერია აღმოაჩინეს.

მომზადებულია buzzfeed.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს