ეგვიპტეში ფარაონის გიგანტური ძეგლი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში ფარაონის გიგანტური ძეგლი აღმოაჩინეს

ეგვიპტელმა და გერმანელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველი ეგვიპტური ძეგლი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მმართველს ეკუთვნის. სავარაუდოდ, ეს ფარაონ რამზეს მეორეს მონუმენტია. გიგანტური ძეგლი კაიროს ჯურღმულებში აღმოაჩინეს. ”ძეგლის ქვედა ნაწილი და თავის ნახევარი ვიპოვნეთ, მათი ამოღების შემდეგ გვირგვინი და მარჯვენა თვალის ფრაგმენტიც აღმოვაჩინეთ”, - ამბობს ეგვიპტის ანტიკური საქმეების მინისტრი ხალედ ალ ანანი. 8 მეტრი სიმაღლის ძეგლი 3000 წლის წინ შეუქმნიათ. მინისტრი აღმოჩენას ისტორიული მნიშვნელობის ფაქტს უწოდებს.

მომზადებულია news.nationalgeographic.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს